kids.ge logo

მზე, მთვარე და ღრუბელი

ფავორიტებში დამატება
მზემ გადასძახა მთვარესა:
- ვანათებ არემარესა,

შენ რის მაქნისი მყავხარო,
მთელი დღე უქმად დგახარო!

წარბი შეჭმუხნა მთვარემო,
- ღამეც ანათე ბარემო,

თუ გინდა, გეტყვი სიმართლეს,
დღე ვის სჭირდება სინათლე?

მაზე ნუ ვიკამათებთ,
ღამით სწორედ მე ვანათებ!

ეს შემოესმა ღრუბელსო,
ცრემლები ულბობს უბესო.

თქვა - არ შეგშვენით არცერთსო,
ჩხუბს რომ გამართავთ ასეთსო,

თუ გავიშლები ზეცაზე,
გაგეჯიბრებით მეც ასე,

თქვენ კი კამათს არ მორჩებით,
არცერთი არ გამოჩნდებით.

შერცხვა, სათქმელი რა ჰქონდა
და მზე მთებს მიღმა ჩაგორდა.

მთვარეც ფიქრებმა არი
და ნამგალივით გალია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბაყაყურიგზის ნაპირას იხვებს ორმო ნაჟური წყლით აუვსიათ, იძახიან - აქეთ მოდით, საცურაო აუზია. რა სჯობია წყალში ცურვ...ვინ უპასუხებს ირაკლისჩვენი პატარა ირაკლი, ჩემი უმცროსი ძამიკო, უცნაურ კითხვებს გვისვამს და სურს, ყველაფერი გაიგოს. - მზე როცა ...ვეფხვივუღრენ გისოსებს, გარს რომ მარტყია როგორც ჩემს ტანზე შავი ზოლები. ჩემი თათების კვალი ატყვია მიწას, როდესაც...ვის რა აჩუქა თოვლის პაპამზეიმია უღრან ტყეში, ცეკვავენ და მღერიან - შეიკრიბნენ ცხოველები, თოვლის პაპას ელიან. ნაძვი მორთეს, ათასფერ...ლოკოკინაამ პატარა ლოკოკინას ნეტავ, ზურგი არ ეტკინა? სულ არ იცის, რაა დაღლა, სახლს დაათრევს აღმა-დაღმა. გულღიაა და...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026