kids.ge logo

ცუგა და ფისო

ფავორიტებში დამატება
როგორც წინათ, ჩვენი ცუგა
ბევრს არაფერს ითხოვს,
კუდის ქნევით ეხვეწება
ხეზე ასულ ფისოს:

- ჩემო ფისოვ, ჩემო კარგო,
რად დამცქერი ხიდან?!
ძირს ჩამოდი, ყურში ჩუმად
რაღაც უნდა გითხრა.

მაგრამ ცუგას ჩვენი ფისო
იცნობს, კარგად იცნობს.
ჰოდა, ღიმილს ვერ იკავებს,
ცინება ფისოს:

- არა, ცუგავ, ძირს ჩამოსვლას
მე ვერაფრით შევძლებ.
თუ საქმე გაქვს, იქნებ თავად
მობრძანდე ხეზე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დედასგილოცავ, დედი! გილოცავ! ვეღარ გაშორებ თვალს, შენზე კარგი და ლამაზი ქვეყნად არავინ მყავს! ვარჩევ ათასგვარ ...ფეხბურთიფეხბურთი აქვთ თაგუნებს, გააგორეს კაკალი: _ წრუწუნ, პასი მომეცი! _ მიდი, ბიჭო, დაჰკარი! მოედანი ფეხბურთის ...კეთილი გოჭიგოჭმა დედას ახარა: _ შევაგროვე ტყეში რკო, რომ მეგობრებს საჩუქრად დავურიგო, დედიკო! დედა ძლიერ გაბრაზდა: _...ისეთი ბიჭი ვიქნებიჩემი ჭკვიანი წიგნები დამიდგებიან თავდებად, - ისეთი ბიჭი ვიქნები, ქართველს რომ გაუხარდება. მტერსაც რომ უყვ...დათვის ბელო-დათვის ბელო სად მიდიხარ? საით ამ ტყის შვილო? -ვერა ხედავ, თოვლი მოდის, უნდა დავიძინო. ჩემ ბუნაგში მეც და...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026