kids.ge logo

ცუგა და ფისო

ფავორიტებში დამატება
როგორც წინათ, ჩვენი ცუგა
ბევრს არაფერს ითხოვს,
კუდის ქნევით ეხვეწება
ხეზე ასულ ფისოს:

- ჩემო ფისოვ, ჩემო კარგო,
რად დამცქერი ხიდან?!
ძირს ჩამოდი, ყურში ჩუმად
რაღაც უნდა გითხრა.

მაგრამ ცუგას ჩვენი ფისო
იცნობს, კარგად იცნობს.
ჰოდა, ღიმილს ვერ იკავებს,
ცინება ფისოს:

- არა, ცუგავ, ძირს ჩამოსვლას
მე ვერაფრით შევძლებ.
თუ საქმე გაქვს, იქნებ თავად
მობრძანდე ხეზე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბუკნაჭოუბუმბულო და უკლანჭო, ტირის და ტირის ბუკნაჭო. თუმც დროდადრო ისვენებს და იწყებს ტირილს თავიდან. მთლად გაებე...დათვის ბელო-დათვის ბელო სად მიდიხარ? საით ამ ტყის შვილო? -ვერა ხედავ, თოვლი მოდის, უნდა დავიძინო. ჩემ ბუნაგში მეც და...ისეთი ბიჭი ვიქნებიჩემი ჭკვიანი წიგნები დამიდგებიან თავდებად, - ისეთი ბიჭი ვიქნები, ქართველს რომ გაუხარდება. მტერსაც რომ უყვ...ნერგინერგი ვარ, ვწევარ მიწაზე და თუ არ დამრგეს _ მოვკვდები. თუ დამრგეს, თუ გავიზარდე და თუ გავშალე ტოტები, ხელ...ზამთარიმოვიდა თეთრი ფიფქებით ზამთარი, მკაცრი გუნების. აფორიაქდნენ ჩიტები, უცემთ პაწია გულები. ჩიტებო, ალბათ, შეგ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026