kids.ge logo

ბუკნაჭო

ფავორიტებში დამატება
ბუმბულო და უკლანჭო,
ტირის და ტირის ბუკნაჭო.

თუმც დროდადრო ისვენებს
და იწყებს ტირილს თავიდან.
მთლად გაბერა ისედაც
გოგრის ოდენა თავი და

ცრემლების ფრქვევით აჰყურებს
მთვარეს ღრუბლებში განაბულს.
დედა ბუ სახეს იხოკავს,
თავს ტოტებს ახლის მამა ბუ:

თუ ვინმემ გული გატკინა,
ჩქარა მითხარი ვინ იყო.
რა გჭირს, რა ბზიკმა გიკბინა,
რა მოგივიდა შვილიკო?

ბუმბულო და უკლანჭო,
სლუკუნით ამბობს ბუკნაჭო:

-ის საზიზღარი ღამურა
ვერ მოვიშორე ვერაფრით.
როცა მარტო ვარ, მოდის და
თავგასიბულს მეძახის.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ცუგა და ფისოროგორც წინათ, ჩვენი ცუგა ბევრს არაფერს ითხოვს, კუდის ქნევით ეხვეწება ხეზე ასულ ფისოს: - ჩემო ფისოვ, ჩემო ...თუთიყუშიგამიგიჟდა თუთიყუში, ცუდი სიტყვა მითხრა ყურში. გავბრაზდი და იმავ წამში გამოვკეტე გალიაში. დავუყვირე _ მითხ...დედასგილოცავ, დედი! გილოცავ! ვეღარ გაშორებ თვალს, შენზე კარგი და ლამაზი ქვეყნად არავინ მყავს! ვარჩევ ათასგვარ ...ფეხბურთიფეხბურთი აქვთ თაგუნებს, გააგორეს კაკალი: _ წრუწუნ, პასი მომეცი! _ მიდი, ბიჭო, დაჰკარი! მოედანი ფეხბურთის ...შე კუდმაკრატელა, შენა!..ბევრჯერ გადმოლახე ზღვები, ან კი როგორ შეძელ ფრენა, ე მაგ პაწაწინა ფრთებით, შე კუდმაკრატელა, შენა?! კვირტი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026