kids.ge logo

დათვის ბელო

ფავორიტებში დამატება
-დათვის ბელო სად მიდიხარ?
საით ამ ტყის შვილო?
-ვერა ხედავ, თოვლი მოდის,
უნდა დავიძინო.
ჩემ ბუნაგში მეც დავიგე
ფოთოლი და თივა.
იქ ზამთარი რას დამაკლებს,
თბილა, ისე თბილა,
არც სიცივე შემაწუხებს,
არც შიმშილის შიში,
დავწვები და ჩემ ფუნთუშა
თათს ჩავიდებ პირში.
მერე ვიდრე არ დათბება
არ გავახელ თვალებს
და მთელ ზამთარს,
ამ ცივ ზამთარს,
ძილში გავატარებ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საშობაოოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსა. შენ გელოდა ეს ქვეყანა, შენ მაღალს და შენ ერთსა!.. თოვლი მოდის ...იასხვა არაფერი, ის მინდა, ფრთხილად შეგახო ტუჩები, როცა ნაზამთრალ მიწიდან ამოხვალ, ამოლურჯდები. მოვალ და გად...ისეთი ბიჭი ვიქნებიჩემი ჭკვიანი წიგნები დამიდგებიან თავდებად, - ისეთი ბიჭი ვიქნები, ქართველს რომ გაუხარდება. მტერსაც რომ უყვ...დაჩი და ნუცაზაფხულია. მზე ანათებს. გული მშვიდად უცემს ნიავს. ერთი ნახეთ ციცქნა ნუცას რამოდენა ჩანთა მიაქვს. იქვე დგან...ცუგა და ფისოროგორც წინათ, ჩვენი ცუგა ბევრს არაფერს ითხოვს, კუდის ქნევით ეხვეწება ხეზე ასულ ფისოს: - ჩემო ფისოვ, ჩემო ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026