kids.ge logo

ჰამაკი

ფავორიტებში დამატება

ბაბუამ ტილოს სქელი ქსოვილის  ჰამაკი იყიდა, რომელიც ცისარტყელას ფერებით იყო მოხატული.  

ეზოში  ორი  დიდი ვაშლის ხე იდგა. ბაბუამ ჰამაკი ხეებს შუა გააბა. ნიკა  და ნინიკო  ჰამაკზე დასკუპდნენ  და გააქანეს. იქვე მურა იწვა, ბავშვების მხიარულებას  ადევნებდა თვალს.

-რა კარგი ჰამაკია! თითქოს ცისარტყელაზე ვისხდეთ და ვქანაობდეთ!-გაიძახოდნენ გახარებული ბავშვები, -ბაბუა, უფრო მაღლა, უფრო ჩქარა გაგვაქანე!

-ეს ჰამაკია და არა საქანელა,-უთხრა ბაბუამ ბავშვებს,-როცა დავიღლებით, ვაშლის ხეების ჩრდილქვეშ  რიგრიგობით დავისვენებთ.

-რას ამბობ, ბაბუა, ეს ჰამაკი კი არა, ჩვენი ცისარტყელაა!

-რადგან ასეა, ერთმანეთი რიგრიგობით აქანავეთ,-უთხრა ბაბუამ ბავშვებს და სახლში შევიდა. 

ცისარტყელა-ჰამაკით ქანაობას ვერაფერი შეედრებოდა. ხან ნიკა აქანავებდა ნინიკოს, ხან ნინიკო-ნიკას. 

ბებიამ და-ძმას  სადილზე დაუძახა. სადილის შემდეგ  ბავშვები სასწრაფოდ ეზოში გაიქცნენ. 

დახეთ, რა დაინახეს!  იმათ ცისარტყელა -ჰამაკზე მურა  იწვა და თვლემდა.

-მურა, ახლავე ჩამოხტი ჩვენი ჰამაკიდან!-გაუჯავრდა ნინიკო.

მურამ ბავშვებს ცალი თვალით გამოხედა. ლაპარაკი რომ შეძლებოდა, და-ძმას უთუოდ ამას ეტყოდა, -ბაბუამ ხომ თქვა, როცა დაიღლებით, ჰამაკზე რიგრიგობით დაისვენეთო. 

-მთელი ღამე თქვენ გდარაჯობდით, დავიღლებოდი, აბა, რა იქნებოდა!-გაიფიქრა მურამ  და ძილი არხეინად გააგრძელა.

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

ჰყავს

რა კარგი სიტყვა ყოფილა „ჰყავს.“ ეს სიტყვა თურმე იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე მარტო არა ხარ. რა კარგია, რომ ადამიანებს ერთმანეთი ჰყავთ. ეს სიტყვა ცხოველებსაც ...

ნატვრა აუსრულდა

ერთხელ ქარიშხალმა ჩამოიქროლა. გვერდზე გადაბრეცილ დიდ ხეს მიაწვა და წააქცია. მაღლობზე გადმოკიდებული ხე ზემოდან ზღვას დაჰყურებდა. ზღვაზე გემები გედებივით დასრიალ...

ღუზა

დაღამდა. რახანია, თოლიები სანაპიროზე გაფრინდნენ. ზოგს ზღვაზე ყოფნა ურჩევნია, ტალღებზე არხეინად ირწევიან, ნებივრობენ. ზღვაურმა ოდნავ დაუბერა. ციდან ყველა ღრუბელი...

პატარა ნაძვის ამბავი

ერთ ლამაზ ტყეში ხეები მეგობრულად ცხოვრობდნენ.  გავიდა დრო. მშვენიერ ნაძვს თანდათან სიბერე შეეპარა. წიწვები გაუყვითლდა,  ტოტები გაუხმა. ხეები დაღონდნე...

დედის სიყვარულის ძალა

წვიმინი დღე იყო. დები-თაია და ნია ფანჯარასთან მოწყენილი იდგნენ. ისინი წვიმით დაფარულ პატარა ბაღს გაჰყურებდნენ. უცებ დებმა ჩიტუნას ჟივჟივი გაიგონეს. გარეთ, სახლი...

როგორ მოიქცნენ ერთხელ ხმოვნები

შენ ალბათ იცი, რომ ჩვენი ანბანის სასახლეში ოცდაცამეტი ასო-ბგერა ცხოვრობს. მათგან ხუთი ხმოვანია, დანარჩენი-თანხმოვანი. ხმოვნები მომღერალი ბგერები არიან. თანხმო...

სამი გოჭის ამბავი

ერთ უდაბურ ტყეში დედა ღორი ცხოვრობდა. მას სამი გოჭი ჰყავდა,-ბაგი, ბუგი და ფათერაკა. ბაგი და ბუგი ისეთი ღონიერი გოჭები იყვნენ, სულ ბაგიბუგით დადიოდნენ. ფათერაკა...

ნამცეცა ნავი

მწვანე მინდორში ნორჩი ბალახი და ნარნარა ყვავილები სულ დაინამა. ჭიანჭველა ნუნე ბუდეში ვეღარ ბრუნდებოდა. მისი ბუდე დიდ ნაძვთან იყო. ნუნე ამხელა ნამის ზღვას როგორ ...

ქვიშის კოშკი

პატარა კესო ქვიშის სათამაშო კოშკს აგებს. კოშკი ძალიან ლამაზია. კესოს უხარია. ნიკამ დაინახა ქვიშის კოშკი, დაჰკრა ფეხი და დაანგრია. კესო ატირდა: - ამ კოშკს დიდხან...

ვინ რას საქმიანობს ტყეში

ხედავთ? ტყეში ყველა შრომობს. ყველა საქმეშია გართული. კოდალა ხეებს მკურნალობს, ჭია-მატლებისგან იცავს. ციყვი თხილსა  და კაკალს აგროვებს. ზღარბი სოკოს იმარაგებს...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ჭიკაძე :


Kids.ge-ს რჩევები

შეაკეთეთ ტანსაცმელი

ასწავლეთ ბავშვებს ტანსაცმლის შეკეთება, ნაცვლად ახლის ყიდვისა.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026