kids.ge logo

ლურჯი ვეშაპი

ფავორიტებში დამატება

ერთ დღეს ზღვაში  პატარა ვეშაპი გამოჩნდა.  

ზღვა მომწვანო ფერისა იყო, ვეშაპი კი -ლურჯი!

თავიდან არაფერი, -ყველას დიდი დელფინი ეგონა.

მაგრამ თურმე ვეშაპი იყო, სულ იზრდებოდა და იზრდებოდა. 

მალე დედამიწის ზურგზე ყველა ცხოველზე დიდი გახდა. 

-ლამის ჩემხელაა,-ბრაზობდა ზღვა,-ერთ ნაპირზე კუდს მოიქნევს და წამსვე მეორე მხარეს გაჩნდება...აქ საიდან მოცურდა, რამ მოიყვანა...

დელფინები ზღვის ფსკერზე გატრუნულიყვნენ, შიშით მაღლა ვერ ამოდიოდნენ.

გემები ვერ დაცურავდნენ, ვეშაპს დავეჯახებითო.

თევზები ფრთხებოდნენ,-პირს დააღებს თუ არა, ლამის ნახევარი ზღვა გადაყლაპოსო.

შადრევანს ამოასხამდა თუ არა, სანაპიროზე წვიმის ღვარი მოდიოდა. 

თვითონაც დარდობდა, ზღვა არ მყოფნისო. ერთხელ თავისი წუხილი მოგზაურ თოლიას გაანდო.

-ვიცი, როგორაც უნდა გიშველო,-უთხრა ჭკვიანმა თოლიამ, - ისიც ვიცი, შენი სახლი სადაა... მომყევი, ოკეანისკენ გაგიძღვები...

-ოკეანე რაღაა?-წამოიძახა ვეშაპმა. 

-ოკეანეც ზღვაა, ოღონდ ზღვაზე ბევრად, ბევრად დიდი.

გაუძღვა თოლია ვეშაპს ოკეანესკენ. ვეშაპს სრუტეში გასვლა  გაუჭირდა. სრუტე ისეთი ადგილია, სადაც ზღვა ოკეანეს უკავშირდება.

-აქ როგორ გავეტევი!-დაღონდა  ვეშაპი,-არა, ოკეანეში გასვლა არ მიწერია...

-მთელი ძალით გამოქანდი!-ურჩია თოლიამ, -წარმოიდგინე, რომ არხი გაგყავს. 

ვეშაპმა დაუჯერა და  მთელი ძალით გამოქანდა. მას შემდეგ  ეს სრუტე  ყველა სრუტეზე განიერია. ვეშაპი ოკეანეში შედგაფუნდა. იქით გაცურა, აქეთ გამოცურა. გახარებული წყალში სულ მალაყებს გადადიოდა, მაგრამ ვითომ არაფერი. 

-ახლა კი მართლა  სახლში ვარ!-დაიძახა ვეშაპმა.

მისი ძახილი თურმე სხვა ვეშაპებმა გაიგეს და მაშინვე იქ გაჩნდნენ: 

-საიდან მოვიდა, აქამდე სად იყო...ხომ მართლა ვეშაპია...

-ჰო, მართლა ვეშაპია, თანაც ლურჯი ვეშაპი...

- ოღონდ ჯერ  პატარაა, კითხვებით ნუ შეაწუხებთ,-თქვა ერთმა. 

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

ვისია ეს სახლი?

სახატავ ქაღალდზე ქრისტინემ სახლი დახატა. სახლი პატარაა, თუმცა ნამდვილს არაფრით ჩამოუვარდება. აქვს პატარა კიბე, პატარა კარი და ორი პატარა ფანჯარა. ფანჯრები თითქო...

როგორ გაჩნდა ვარდი

ყვავილების ფერიას, როსას ყველაზე მეტად ერთი უბრალო ყვავილი უყვარდა. ამ ყვავილს ასკილი ერქვა. ერთხელ როსა ავად გახდა. ფერიას ვერავინ შველოდა. - რა ვქნა, როსას რ...

მეკარე

მათეს ძალიან უყვარს ფეხბურთი. უნდა ეზოს გუნდში თვითონაც იყოს, მაგრამ ბავშვები არ ათამაშებენ, ეუბნებიან, ჯერ პატარა ხარო. ამიტომაა, რომ მათე მარტო ვარჯიშობს, ბიჭ...

პატარა ნაძვის ამბავი

ერთ ლამაზ ტყეში ხეები მეგობრულად ცხოვრობდნენ.  გავიდა დრო. მშვენიერ ნაძვს თანდათან სიბერე შეეპარა. წიწვები გაუყვითლდა,  ტოტები გაუხმა. ხეები დაღონდნე...

ღუზა

დაღამდა. რახანია, თოლიები სანაპიროზე გაფრინდნენ. ზოგს ზღვაზე ყოფნა ურჩევნია, ტალღებზე არხეინად ირწევიან, ნებივრობენ. ზღვაურმა ოდნავ დაუბერა. ციდან ყველა ღრუბელი...

დინო-პატარა დინოზავრი

დინო პატარა დინოზავრი იყო. იგი ნესტიან და დაბურულ ტყეში გამოიჩეკა. ძლივს ამობობღდა კვერცხიდან, მიიხედ-მოიხედა, მაგრამ ერთმანეთში გადახლართული ხე-გვიმრების მეტი ...

დედა

დედაჩემს დეა ჰქვია. ხომ ლამაზი სახელია? დედა-დეა. ერთი დ აკლია, თორემ სახელადაც დედა ერქმეოდა. დედაჩემი დედად მუშაობს, ჩვენ გვივლის, მე და ჩემს დაიკო მაგდას....

ზღაპარი ჯოხზე, რომელსაც საკუთარი თავი უსარგებლო ეგონა

ჯოხს მობეზრდა ხეხილის ბაღში, ბალახებში უსაქმოდ ყოფნა და მწარედ ატირდა: - რამდენი ხანია, აქ უსაქმოდ ვიმყოფები, უკვე აღარავის ვჭირდები! როცა ხის ტოტი ვიყავი, სიც...

წყაროს ამბავი

- მე ქვეყანას სინათლესა და სითბოს ვაძლევ! -თავს იწონებდა მზე. - მე მაცოცხლებელ წვიმას, -გაიძახოდა ღრუბელი. - მე ხომ უხვი წყლით ვარ ცნობილი! -გაიძახოდა მდინარე...

ჰყავს

რა კარგი სიტყვა ყოფილა „ჰყავს.“ ეს სიტყვა თურმე იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე მარტო არა ხარ. რა კარგია, რომ ადამიანებს ერთმანეთი ჰყავთ. ეს სიტყვა ცხოველებსაც ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: აფციაური:


Kids.ge-ს რჩევები

დააფასეთ ოჯახური ტრადიციები

აჩვენეთ ოჯახურ ტრადიციებს პატივისცემა და შექმენით ახალი ტრადიციები, რომლებიც აერთიანებს თქვენს ოჯახს.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026