kids.ge logo

ქეთინო

ფავორიტებში დამატება

დედიკომ და მამიკომ
დამიტოვეს ქეთინო,
სე მითხრეს: - მიხედე,
რაფერი ეტკინოს;
რაფერი გატეხოს,
არ დაკუწოს კაბები,
არ მოხატოს კედლები,
არ აბურდოს ძაფები;
დამალე ნემსები,
დამალე ღილები,
მაკრატელიც დამალე,
არ დაიჭრას ფრჩხილები;
არ გაღოს კარადა,
არ დახიოს წიგნები,
ფანჯარა თუ გატეხა,
დამნაშავე იქნები;
არ მიუშვა ღუმელთან,
არ დაგვღუპო, მანანა!
არ დახაზოს პარკეტი,
დამალე მანქანა;
არ ჩაუშვა ეზოში,
სურდო არვინ დამართოს,
დამალე ფანქრები,
ხელში დანა არ ანდო;
როცა გავალთ, კარები
გადაკეტე რაზებით,
განჯინაში ჩაკეტე
ჭიქები და ვაზები.
მეტი რა დაგიბაროთ,
თვით მიხვდები დანარჩენს...
ჰო, ასანთი არ ანდო,
თორემ ხანძარს გაჩენს.
- ჰოდა, ასე თუ გინდათ,
დედიკო და მამიკო:
რაფერი შეემთხვეს
ჩემს პატარა დაკოს;
თუ გინდათ, რომ ქეთინოს
რაფერი ეტკინოს,
მე გამიშვით კინოში,
თქვენ მიხედეთ ქეთინოს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

იარა ყვავილს ვგავარ, თუ იცით? კარგად შემხედეთ, აბა... ცისფერი ქუდი მახურავს, მაცვია ლურჯი კაბა. ბაღში ვარ, ...კრუხიახლოს მისვლას არ დამაცლის, იკივლებს და იწივლებს, თითქოს რამეს ვუპირებდე თავყვითელა წიწილებს. ეს რა ავი კრ...ნოდარიკოს გასაჭირი- უსმინე დეიდებს, ბიცოლებს, მამიდებს, თუ გინდა ამ ზაფხულს სოხუმში წახვიდე, ახლავე სუყველას პირობა დაგვიდე...ქურდბაცაცა ბაჭიაამდენ მწვანე კომბოსტოს არც ჩიტი ჭამს, არც ჭია. ალბათ ისევ ეშმაკობს ქურდბაცაცა ბაჭია! მოვა, როცა ძილში ვარ...ქეთინოს ბაფთებიგადაიფრინეს პეპლებმა ათასფერადი ტრამალი, უხვად მიირთვეს ნექტარი, ვით უკვდავების წამალი. დაკოცნეს ვარდი, ყ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026