kids.ge logo

მომაკვდავის ფიქრები

ფავორიტებში დამატება
თუ ჩემს სამშობლოს გამოაღვიძებს
ჩემი სიკვდილი, აჰა, მეც მზად ვარ!..
მოდი, ჯალათო, შენი მახვილი
შეუბრალებლად ზედ გულზე დამჰკარ!

ყოველი წვეთი ჩემი სისხლისა
თუკი გამოზდის მამულიშვილსა,
ცოდვა არ არის, რომ მოვერიდო
მაშინ მე ტანჯვას და თვით სიკვდილსა?

რა! სიკვდილი ვერ შემაშინებს,
მომზადებულსა მამულის მსხვერპლსა!
მზად ვარ შევსწირო სული და ხორცი
და სამშობლოზე ვჰყრიდე თვით ფერფლსა!

თუმცა პირადი ჩემი ცხოვრება
ყოველთვის იყო ტანჯვა-ვაება,
მაგრამ სიკვდილში ვჰპოვებ სიცოცხლეს
და ის იქნება თვით უკვდავება,

თუკი იმედი მე საქაოს
გამყვა უკეთეს მომავალისა,
რომ ჩემს შემდეგი შთამომავლობა
იქნება შემგნე თვისის ვალისა!

დიახ! თუ მოძმეთ გამოადგება
ჩემი სიკვდილი, მზადა ვარ მეცა...
გამოღვიძებულს სურვილს ქვეყნისას
ხელს მომართავს, მრწამს მე, თვით ზეცა!..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სატრფოსმშვენიერო, შენ გეტრფი, შენი მონა ერთგული, შენთვის სულდგმულს, შენგანვე, შენთვის მიძგერს ეს გული! მეგულები ...მუშურისიმინდსა თოხნა დავუწყოთ, ერთხმად დავსძახოთ მუშური; ეგებ მაშინ დაგვავიწყდეს, რომ გლეხნი ვართ უბედური! მარტ...მუხამბაზინახევარი ცხოვრების გზა გავლიე, სიტკბოზედა მწარე მეტი დავლიე. არ მშორდება მწუხარება და ჭირი, მაგრამ მაინც ...იმერული ნანინაგაპუტულო გლეხის შვილო, შენ პაწაწინაო! აგრე ტკბილად, უდარდელად რამ დაგაძინაო? დედის მკერდში მიგიგნია შენ ტ...დედის სიმღერაცხრა თვეს მუცლით გატარებდი, “ვაით” გშობე, “უით” გზარდე, და რად გიკვირს, ყოველს ქალზედ უფრო დედას რომ უყვა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026