kids.ge logo

ადგილო კურუმ-კურუმო

ფავორიტებში დამატება
ადგილო კურუმ-კურუმო,
ველიან-ჭალიანაო,
სამოთხესავით ლამაზო,
მიყვარხარ ძალინაო,
რადა ხარ სულ მუდამ დინჯი
შე შურთხის თვალინაო?
იმსჭვალვის აზრით ქვეყანა
კაციან-ქალიანაო!

შენის გულისთვის თავს იკლავს,
სისხლს და ცრემლს აფრქვევს ყველაო;
შენ არც ჭირს იმჩნევ ჭირადა,
არც დაგეტყობა ლხენაო;
მსმენოდა ნეტამც ერთხელა
მე შენი ტკბილი ენაო,
მენახა აღფრთოვანება
და შენი აღმაფრენაო!
გულში ინახავ დიდ ფიქრსა,
არ გინდა გამოჩენაო.
შენი მტერი და ორგული
ფალმა შეაჩვენაო!

მთვრალი ხარ მხოლოდ ეშხითა,
დღისით - მზით, ღამე - მთვარითა,
ფეხთით არაგვი გიმღერის,
რი გიზის თავითა.
გარიგებს დედობრივის ხმით,
ყო ჭკვინად, დინჯადა,
რომ გიხსენებდეს ქვეყანა
მუდამ-ჟამს კაი ბიჭადა!
შემკულსა ყვავილებითა
პირს გბანდეს ნამი დილისა,
გულს გაწვეთებდეს ნექტარსა
სიო ნივის გრილისა.
ნუ მოსტყუვდები, სიტურფეს
გარეგანს უნდა აზრიცა:
სიმშვენირეს ტვინისას
ვერ სჯობს სიტურფე ტანისა,
თორემ დაჰკარგავ მაგასაც,
რაც წარმტაცი გაქვს თვალისა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გიორგი სააკაძის სურათზედცალკე შენა ხარ და შენს პირდაპირ მეორე სახე მე მეხატება შენი ქვეყნისა - საქართველოსი… რამდენი ფიქრი მწვავს...გაზაფხულს ია ამოდისგაზაფხულს ია ამოდის, სთველში ირემი ჰყვირისო, - ეს ჩემი გული ტიალი ისევ და ისევ სტირისო. ღამით მინახავს მთ...რა-გინდა ბედმა მიმტყუვნოსრა-გინდა ბედმა მიმტყუვნოს, რა-გინდ ვარამმა მკბინოსა, კიდევ შავმღერნებ ერთხელა, რომ გულმა მაილხინოსა, მური...ისევ შენ, ისევ, ქალაოისევ შენ, ისევ, ქალაო, მომხედე, გამიცინია. შენ მაინც ნუ მიღალატებ, მოვკვდები - დამიტირია. მაღლისა მთისა წ...მწყემსი ქალიდაგძინებია, ქალაო, ლამაზო, ხუჭუჭ-თმიანო, ნეტავი გამაგებინა, რა გესიზმრება, ღვთიანო?! მოფრენა უდაბურს ტყეშ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026