kids.ge logo

გამოღმით მე ვარ, გაღმა – შენ

ფავორიტებში დამატება
გამოღმით მე ვარ, გაღმა - შენ
შუზე მოდის მდინარე,
ხიდი არ გვიძე წყალზედა,
ფიქრი გვკლავს მოუთმინარე.
მინდა გაკოცო, მაკოცო,
შენს სახეს ვხედავ მღიმარეს,
მაგრამ ვერსაით გამოვედ
ამ სატილო მდინარეს.
მეც უნავო ვარ, შენაცა,
ცურვა არ ვიცით, ვტირითა;
მეშველიც არვინ გვიჩნდება
არც ციდან, აღარც ძირითა,
შენ მე მიმელი, მე - შენა
გაცინებული პირითა.

ვეღარც ხმას გაწვდენ, გითხრა რამ,
მდინარე ბრაზობს, ღრილებს,
ჩემს ძახილსა ნთქავს მის ზვირთი,
როგორ შავადა ტრილებს!..

რა უნუგეშო ყოფნაა,
წელთა სვლა მხოლოდ მზერაში;
რომ მოვკვდე, ბევრით ჰჯობია,
მაინც გარგივარ ვერრაში!..
რა, ის მინდა, გხედავდე,
ნუგეშსა ვპოვებ ცქერაში.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კახეთსმაღალ-ახადით გავხედავ, სამოთხეს კარი ეღება: ალავერდი სჩანს, კახეთი, ჩემის სამშობლოს შვენება; გულში ამოხდა...დავით გურამიშვილის ხსოვნასშენ ჩემო წინამორბედო, უძვირფასესო პაპაო! შენს აჩრდილს ვეამბორები, ლექსიც რამ დამიჩხაპაო. ნეტავ, რას მემუდ...გაზაფხულიმიწა მაირთო მწვანითა, გაღმა აჭრელდა ქედები; სხვარიგს ფერს იდებს ცა-მყარი, ჩამოდგა წვიმის სვეტები. გათბი, ...სოფლისა წესი ასეასოფლისა წესი ასეა: ჩვენ წავალთ, სხვანი რჩებიან; მკვდრების მაგივრად მალედვე მეორეები ჩნდებიან. სიცოცხლეს ს...მაცნედაჰღონებულხარ, დედაო, რას-რარა ჰფიქრობ შვილზედა, ცრემლ რო ჩამოგდის მჩქეფარე მაგ ხმელს, წაყვითლო პირზედა? ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026