kids.ge logo

გულო, რას დაჰღონებულხარ

ფავორიტებში დამატება
გულო, რას დაჰღონებულხარ,
რას იბურები ნისლითა?
განა სულ ესრე ვიქნებით
დაკრუნჩხვილები ყინვითა!
ჩქარა ზაფხული მოლის,
ყოვდებიან ინი,
გაბანება წვიმითა
მთა და მინდორი მტვრინი,
საფლავის ქვაზედ მოჯდება
ფოფა სავარცხლინი.

წერონიც გამოჩნდებიან,
დამამშვენებნი ცისანი,
გუგული-დ' მერცხალიც მოვლენ,
ფრინველნი შორის გზისანი.
დასადნობია, დადნება
მთას თოვლი, ხევში ზვავია.
გამაიმტვრევა არაგვი,
გაზაფხულობით შავია,
მუქარით ანგრევს მიდამოს
გაბეზრებული ავია.
მტკვარსაც ჩასძახებს მრისხანედ:
„შენაც გაშალე მკლავია!“

ცაც ხომ ხმას მოსცემს მაღლითა
მიწის სიცოცხლით ფუილსა,
მოსქდება წვიმა ხშირადა,
დაბლა მაღებს შხუილსა;
ზედ დაეხვევა ელვაცა
შავის ღრუბლების ხუილსა.
გულო, ჩვენც სიცოცხლეს ვიგრძნობთ,
ლაღს მოვისურვებთ მღერასა,
ჩვენც შევუფერებთ კიჟინით
ყოვლგნივ ბუნების ლხენასა,
მედი ბევრად სჯობი
აზრო ბედისწერასა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მთას ვიყავმთას ვიყავ, მწვერვალზე ვიდეგ, თვალთ წინ მეფინა ქვეყანა, გულზე მესვენა მზე-მთვარე, ვლაპარაკობდი ღმერთთანა....რა-გინდა ბედმა მიმტყუვნოსრა-გინდა ბედმა მიმტყუვნოს, რა-გინდ ვარამმა მკბინოსა, კიდევ შავმღერნებ ერთხელა, რომ გულმა მაილხინოსა, მური...ადგილო კურუმ-კურუმოადგილო კურუმ-კურუმო, ველიან-ჭალიანაო, სამოთხესავით ლამაზო, მიყვარხარ ძალიანაო, რადა ხარ სულ მუდამ დინჯი შ...დამისხი, დამალევინეჭაბუკობაში ვყვიროდი. როცა მოვცადე სოფელი, ჩემს უსირცხვობას ვკვირობდი. ნუ მისხამ, აღარ მესმევა კახურის ვაზ...რამ შემქმნა ადამიანადრამ შემქმნა ადამიანად? რატომ არ მოვედ წვიმადა, რომ ვყოფილიყავი მუდამა ღრუბელთ გულ-მკერდის მძივადა, მიწაზე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026