kids.ge logo

ისევ შენ, ისევ, ქალაო

ფავორიტებში დამატება
სევ შენ, ისევ, ქალაო,
მომხედე, გამიცინია.
შენ მაინც ნუ მიღალატებ,
მოვკვდები - დამიტირია.
მაღლისა მთისა წვერზედა
საფლავი გამითხაროდი,
ჩემის სამშობლოს ქვიშანი
ხშირ-ხშირად მომაყაროდი.
ქვეყნისგან დავიწყებულსა
შენც დამივიწყებ მალეო,
მალე იშოვი საქმროსა,
კან გაჰყვები ხვალვეო.
ემ კლდეებს მაინც შესტირე
დანაბარები ჩემია:
იდგნენ გულ-სალნი ამაყად,
არ შამაუშვან მტერია!
ნუ დაწყებენ ჩამოშლას...

არწივთ მოზარდონ წიწილნი,
დაჰბრუნონ ჩემსა სამარეს,
მალ-მალ მაღონ ბიბინი;
მთებმა ახარონ ყვავილნი,
კისრით ატარონ ნისლები,
მკვდარს გულზედ ნამი მანამონ, -
სევ ცოცხალი ვიქნები.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტსმშვიდობა შენს ნეშტს, მგოსანო, ქართლისა წყლულთა მოზარე, მშვიდობა, სულო ძლიერო, თავის სამშობლოს მოყვარე!.. ...ილიას საღამოფშავის ხევიდან ვესტუმრე დღეს იმერეთის მხარესა. ამ ტურფა არემარეში ფიქრებს განვიცდი მწარესა. ვდღესასწაულობ...გულსგულო, ჩემს ხელთ ხარ ცოტა ხანს, შემდეგ იქცევი მიწადა, მანამა სცოცხლობ ჩემთანა, შენც უნდა იყო ბიჭადა! რაც-კ...ნუგეში მგოსნისავნუგეშობ, სწორედ სანუგეშოცა: გულზე მედება ცეცხლის გენია, ქვეყნის სარგოდა ფიქრით გამსჭვალულს ავი მე არა ჩა...რამ შემქმნა ადამიანადრამ შემქმნა ადამიანად? რატომ არ მოვედ წვიმადა, რომ ვყოფილიყავი მუდამა ღრუბელთ გულ-მკერდის მძივადა, მიწაზე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026