kids.ge logo

ვინ არის კაცი?

ფავორიტებში დამატება
კაცი ის არის, ცხოვრება
ვინც გატარა ჭამაში
და კაცის დანიშნულება
მხოლოდა ჰპოვა ამაში.

კაცი ის არის, ვინაცა
ქუჩაში სალამს არ გაძლევს,
თუ დაჰპატიჟე სადილად,
დიდ ჯიტობას არ გასწევს.

კაცი ის არის, ვინაცა
შეჰსტრფის, შეჰხარის ღვინოსა
და ჰსახავს იდელადა
სალხინო სამიკიტნოსა.

კაცი ის არის, ვინაცა
რა კითხულობს გაზეთსა,
წიგნისთვის შაურსა ჰზოგავს,
მეარღნეს აძლევს მანეთსა.

გადაამტერებს ერთმანეთს
ქართლსა, იმერეთს, კახეთსა,
საკუთარს ანბანს შეუდგენს
სამეგრელოს და სვანეთსა.

კაცი ის არის, სიცოცხლე
ვინაც ატარა ტკბილადა, -
სიკვდილის შემდეგ იწოდა
დიდყურინის შვილადა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩივილი ხმლისა-დაჰჟანგებულხარ, გორდაო, დაგობებია ქარქაში, სადა გყავს შენი პატრონი, დაგაწყებინოს კაშკაში? -სადღა მყავს, ...გული გავგზავნე ქვეყნადაგული გავგზავნე ქვეყნადა სალაღოდ, სანავარდოდა. სულ უტიფარი და ნორჩი, ვინ იცის, საით დარბოდა! დაბრუნდა, ჩემ...კლდე და მდინარეI კლდეს შაეზღუდა ხეობა, რაზეც მდინარე დიოდა, - სალსა, ასპიტსა, დიდრონსა ფერფლიც-კი არა სცვიოდა. მდინარე უ...ბუნების გლოვაΙ მთათ გული, დაწყლულებული დახოცილ შვილთა მზერითა, ერთმანერთს მისწებებია, წყენა გაზდილა წყენითა. დაღვრილი ...გაზაფხულიმე რომ ტირილი მეწადოს, თქვენ ვის რა გინდათ, ნეტარა? ერთი იცინის, სხვა სტირის: ესეთი არის ქვეყანა. ვისაც ა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026