kids.ge logo

მთა და ბარი

ფავორიტებში დამატება
მთაო, რად აგრე ჰგულდიდობ,
ცერად დაჰყურებ ბარსაო?!
რადგანაც ძირით გიცქერის,
მით არ უყადრებ თავსაო?
სალის კლდებით ამაყობ,
თოვლითა, ყინულითაო;
კენკეშა, ურძან-ქუჩითა,
პირიმზე-მწირულითაო.
შენ არად მოგწონს ბარისა
დიდი სიმდიდრე ხილითა,
ოქროთ ნაქარგი გულ-მკერდი,
ზედ მარგალიტის ღილითა;
არ-რადმე გეჭაშნიკება
ვარდის გაფურჩქვნა დილითა,
გულით დარდების გადაყრა
წითლის კახურის ღვინითა.
შენი ძმა არი ბარიცა.
სთველ-ზაფხულ ბარაქინი,
გმირთ სისხლით შაღებილი აქვს
ველები ბალახინი.

შენი ხევებიც იქ ჩადის,
ხევები კალმახინი.
საფუძვლად, მთაო, ბარი გაქვს,
ცოდე, ტალახინი.
თუ ის ჩავარდა უფსკრულსა,
შენ თან ჩაყვები ნიდა;
არ გარგებს, თორო შენ იცი,
მთავ, ამაყობა ფრიდა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დამისხი, დამალევინეჭაბუკობაში ვყვიროდი. როცა მოვცადე სოფელი, ჩემს უსირცხვობას ვკვირობდი. ნუ მისხამ, აღარ მესმევა კახურის ვაზ...ვარსკვლავიუცხო დაბრწყინდა ვარსკვლავი, კლდის თავზედ დამცქერალია, კლდის ეხში ჰკოცნის ბატარას სხივმოფენილი ქალია. გაჩუ...მოგონებადარბაზში იჯდა თავადი, დინჯად ჩიბუხსა ჰსუტავდა, და მის წინ ქონის სანთელი მკრთალი ნათელით ბჟუტავდა. მოხუცებ...სიცოცხლემ შხამი მასმიასიცოცხლემ შხამი მასმია, მე კახურ ღვინოდ შავირგე: შავსვი და არც მოვერიდე, თუმც მის სიმწარე გავიგე. ვიცოდი,...სამეფოს სიმღერაქალო, გნახე ფეხშიშველა, გამაჰგოგდი ეზოშია; გენაცვალე, კაკაბს ჰგვანდი, მოსეირნეს ფერდოშია. ვისი ძუძუ გიწოვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026