kids.ge logo

მაცნე

ფავორიტებში დამატება
დაჰღონებულხარ, დედაო,
რას-რარა ჰფიქრობ შვილზედა,
ცრემლ რო ჩამოგდის მჩქეფარე
მაგ ხმელს, წაყვითლო პირზედა?
შენი გაზდილი მახარე
წევს მკვდარი კლდისა ძირზედა,
ტყვიან დარილასა,
ლაღის მდინარის პირზედა.
ნატყვირი სჭირს გულშია,
სისხლი ამასდის ნჩქლევითა,
ხელში უჭერავ ფრანგული,
გადატეხილი ქნევითა.
შენს რძეს ვენაცვლე, დიცო,
კარგი გაგიზდავ რწევითა!
ღამით მოგვადგა ურჯულო
იმ ვიწროებში მსხდომარეთ,
წინ-წინ ის გადაუფრინდა
ჩვენის გაწყვეტის მოლამეთ.

ხუთს კი დაუხშო ნათელი,
სხვანი ჩვენ თვითონ მოვძალეთ.
ზოგი კლდის ეხში შეგვიძვრა,
სხვათ გადალახნეს მთანია,
ყველამ კი გადაწითა
მთების ბალახი მწვანია.
ავსტეხეთ ხმლების წკრილი,
თავზედ დავხვიეთ ალია.
ბევრი იტირებს ჩვენის მტრის
თმა-თაფლა, თეთრი ქალია!
დედილამ, ღვინოდ ვაქციეთ
ერთიან თერგის წყალია.
ზოგები დაშინებულნი
მთების ნაჟურმა დალია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ილია ჭავჭავაძის სახსოვრადსაძირკვლად აზრი ჩააგდე, ზედ დასდგი გრძნობის ტაძარი, მან გააბრწყინა სხივებით ჩვენი სამშობლოს მთა-ბარი. გვყ...მუდარამზეო, მისდიხარ-მოსდიხარ, ცით მიწის მანათობელი, რით არ მოგწყინდა სინათლე, სიბნელის დამამხობელი? ერთხელ მკვ...არაგვსდაწუხებულმა, არაგვო, რო გნახე, გავიხარეო, სრულიად გამოვიცვალე, წელშიაც ავიხარეო. რა ლამაზია, წყეულო, შენთ...სამეფოს სიმღერაქალო, გნახე ფეხშიშველა, გამაჰგოგდი ეზოშია; გენაცვალე, კაკაბს ჰგვანდი, მოსეირნეს ფერდოშია. ვისი ძუძუ გიწოვ...არწივიკარგ ყმად ვინა ვსთქვათ, ვაჟებო, ნათქვამი არა გვცხვენოდეს, მსმენლის გულს აბორგოვებდეს, არავის არა სწყენოდე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026