kids.ge logo

მუდარა

ფავორიტებში დამატება
მზეო, მისდიხარ-მოსდიხარ,
ცით მიწის მანათობელი,
რით არ მოგწყინდა სინათლე,
სიბნელის დამამხობელი?
ერთხელ მკვდართადაც ამოდი,
ცივთა სამარეთ ცაზედა;
მადლია, ადამის ძეთა
ნათლად დაადგე თავზედა.
მკვდარს მინდა შენი სინათლე,
ცოცხალს სიცოცხლე მკმარია,
ტრფობით ავსილის გულისთვის
ცა ღრუბლინიც დარია.
თავისი მზე მყავს ცოცხალსა,
თუ არ გჯობს, არა მდარია...
მაშინ მინათე, ტილო,
როცა ვიქნები მკვდარია;
გულს გრძნობა აღარ შაეძლოს,
თან ტკბილი, თანაც მწარია,
აზროდ, უსიყვარულოდ
ჰლპებოდეს, როგორც ჩვარია.
მაშინ გამათბე, ტილო,
მადინე ცრემლის ღვარი
და მაგრძნობინე თუნდ ერთ წამს,
სიყვარულისა ძალია.
თუ მზე ხარ, მაშინ მიმზევე,
მიშველე, შემიბრალია!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გაზაფხულიმიწა მაირთო მწვანითა, გაღმა აჭრელდა ქედები; სხვარიგს ფერს იდებს ცა-მყარი, ჩამოდგა წვიმის სვეტები. გათბი, ...გაზაფხულიმე რომ ტირილი მეწადოს, თქვენ ვის რა გინდათ, ნეტარა? ერთი იცინის, სხვა სტირის: ესეთი არის ქვეყანა. ვისაც ა...სიკვდილი გმირისაცის ქუხილივით გაისმა სოფლად სიკვდილი გმირისა, რომ ვერ უშველა ექიმმა, ზის და ჩუმადა ტირისა. ვერც მკითხავებ...ამირანიადე, ამირან, რას გძინავ? ცხენს დაუყარე ხანძილი, დიაცის დაწუნებულსა ტირილი გინდა, გან ძილი. ხალხური. უზარმ...გლეხის სიმღერააბა, შავხედნოთ ქვეყანას: ძირს ვაკე, მაღლა მთებია; ზოგან ხევები, სხვაგან ტყე, კლდედ მიიუვალი გზებია. რამდე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026