kids.ge logo

მოდი, მოხშირდი, ჭაღარავ

ფავორიტებში დამატება
მოდი, მოხშირდი, ჭაღარავ,
წვერ-პირი მორთე თეთრადა,
ეხლა ირონ იქნება
ჭკვამ და გულისთქმამ ერთადა
მომწყინდა გულის ჯახირი,
დამღალა მისმა ბგერამა;
დღესაქამომდე მის ღელვა
ვერ დაამშვიდა ვერრამა; _
ბერ მუხად გულში იფარჩხვის,
რაც მიანდერძა დედამა, _
დაწურა, სისხლად დაწურა
ქვეყნის უღმერთოდ რბევამა;
ტანზე ამასხა ეკალი
საფლავთ წინაპართ კვნესამა,
აკლდამებიდამ მწყრომარედ
მათმა გადმოხედვამა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მრწამს, მარად მიწამებიამრწამს, მარად მიწამებია მუდმივ სიცოცხლე სულისა, კარგისა, ქვეყნის მოყვარის, ქვეყნის ბედისგან წყლულისა. მრწ...ქართლსქართლო, დარდების ამშლელო, გულ-მაგარ ძეთა მხარეო! რო გნახე, გული აძგერდა, ფიქრი მეწვია მწარეო. არა ვსთქვა,...ომის წინ ჯარის სიმღერაგული გავლესოთ გრძნობითა, საცაა დაჰკრავს ნაღარა; ერთი დავსძახოთ ქართულად, ხვალ არ გვეცლება, აღარა; ხვალ გვ...ობოლი“აღარც დედა მყავს, არც მამა, აღარც ძმა, აღარც ბიძები, სულ დამელია თვის-ტომი, ტყის ნადირივით ვიზრდები. ტან...1795 წლის სახსოვრადაგერ ამოდგა აჩრდილი, აკლდამის კარი გაიღო; რა ფრიად შეწუხებულა, ხელში ფრანგული აიღო… მოჰგვარეს ლურჯი ტაიჭი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026