kids.ge logo

მთას ვიყავ

ფავორიტებში დამატება
მთას ვიყავ, მწვერვალზე ვიდეგ,
თვალთ წინ მეფინა ქვეყანა,
გულზე მესვენა მზე-მთვარე,
ვლაპარაკობდი ღმერთთანა.
საკეთილდღეო ქვეყნისა
მედვა სულად და გულადა:
სიცოცხლე, მისთვის სიკვდილი
მქონდა მერე რჯულადა.
ეხლა თავ-თავქვე მოვდივარ,
ხევში მიმელის ბნელია,
თან მიმდევს ფიქრი მწუხარე,
გულის, გონების მწველია.
მაღლიდამ დაბლა ჩამოსვლა,
ვაჰმე, რა მეტად ძნელია!
წამლობას ვეღარ გამიწევს
ეხლა ცრემლები ცხელია,
რად მოვალ, თავქვე რად მოვალ,
ჩემს თავს რად ვიხდი ტილად?
იმ მთას თავს რისთვის ვანებებ,
თუნდ ვიქცე ტანჯვის ფილად?!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ერეკლეს სიზმარიომ-გადახდილსა პატარა კახსა ასპინძის ველზე დაღლილს ეძინა, თავი მიეყრდნო უნაგირზედა, ტანზე ნაბადი გადაეფინა...გულსგულო, ჩემს ხელთ ხარ ცოტა ხანს, შემდეგ იქცევი მიწადა, მანამა სცოცხლობ ჩემთანა, შენც უნდა იყო ბიჭადა! რაც-კ...მაცნედაჰღონებულხარ, დედაო, რას-რარა ჰფიქრობ შვილზედა, ცრემლ რო ჩამოგდის მჩქეფარე მაგ ხმელს, წაყვითლო პირზედა? ...ისევ შენ, ისევ, ქალაოისევ შენ, ისევ, ქალაო, მომხედე, გამიცინია. შენ მაინც ნუ მიღალატებ, მოვკვდები - დამიტირია. მაღლისა მთისა წ...გული გავგზავნე ქვეყნადაგული გავგზავნე ქვეყნადა სალაღოდ, სანავარდოდა. სულ უტიფარი და ნორჩი, ვინ იცის, საით დარბოდა! დაბრუნდა, ჩემ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026