kids.ge logo

რამ შემქმნა ადამიანად

ფავორიტებში დამატება
რამ შემქმნა ადამინად?
რატომ არ მოვედ წვიმადა,
რომ ვყოფილიყავი მუდამა
ღრუბელთ გულ-მკერდის მძივადა,
მიწაზე გადმოსაგდებად
ცვარად ან თოვლად ცივადა?
არ გამწირავდა პატრონი
სე ოხრად და ტივლადა!

ცაშივე ამიტაცებდა,
თან მატარებდა შვილადა.
სე არ დამჭირდებოდა
სულ მუდამ ყოფნა ფრთხილადა.
მზის მოტრფილე ვივლიდი
სიკვდილის გამაწბილადა;
მაღლა ცა, დაბლა ხმელეთი
მე მექნებოდა წილადა.

გავიხარებდი, მთა-ბარსა
დეს ვნახავდი მწვანედა,
მორწყულსა ჩემის ოფლითა,
ყვავილებს შიგნით, გარეთა.
გადავუშლიდი გულ-მკერდსა
დღისით მზეს, ღამით მთვარესა.
სიცოცხლეს ვაგრძნობინებდი
მომაკვდავ არე-მარესა.

თოვლად ქცეულსა გულში
ცეცხლად იმედი მრჩებოდა,
რომ ისევ ჩემი სიკვდილი
სიცოცხლედ გადიქცედა
და განახლებულ ბუნებას
ყელ-ყურზე მოეხვედა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დავით გურამიშვილის ხსოვნასშენ ჩემო წინამორბედო, უძვირფასესო პაპაო! შენს აჩრდილს ვეამბორები, ლექსიც რამ დამიჩხაპაო. ნეტავ, რას მემუდ...შეჰხედეთ ერთი ღრუბელსაშეჰხედეთ ერთი ღრუბელსა, როგორ თავხედობს წყეული! სწადიან შთანთქას, გააქროს მზის სხივი გამოსრეული. წინ ეღობ...გაზაფხულიმე რომ ტირილი მეწადოს, თქვენ ვის რა გინდათ, ნეტარა? ერთი იცინის, სხვა სტირის: ესეთი არის ქვეყანა. ვისაც ა...კიდევაც ვნახავ გაზაფხულსკიდევაც ვნახავ გაზაფხულს, ყელმოღერებულს იასა, სიკვდილის სიცოცხლედ მქცეველს, იმის სიტურფეს ღვთიანსა, ამწვა...ერეკლეს სიზმარიომ-გადახდილსა პატარა კახსა ასპინძის ველზე დაღლილს ეძინა, თავი მიეყრდნო უნაგირზედა, ტანზე ნაბადი გადაეფინა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026