kids.ge logo

პასუხად

(განდეგილს და შიო მღვიმელს)

ფავორიტებში დამატება
კარგებო, თქვენი ძახილი
ბარით შამესმა მთაშია,
ფეხის ფრჩხილებში გაჟონა
ჟრჟოლამ, დაკრულმა თავშია;
ძვირფასს მაწყებთ ამბავსა,
ჩამოვარდნილსა ხალხშია:
“გაუმთელდაო წყლულები
არწივს, დაკოდილს მხარშია”.
დაფანტია ფრინველნი
მომაგრებულსა მკლავშია,
რომ დაჰსედენ უმსგავსნი
ღალატით დაჭრილს გზაშია.
“უჭირველივით ყაშყაშებს,
ცხადად ვცანითო ხმაშია.”
კეთესს ვინ რას მახარებს,
თქვენ გენაცვალეთ თქმაშია!
გავსეთ ია-ვარდითა,
დაბერდით იმის თვლაშია!
წყავდეთ და ვერ უდიდეთ,
ოფლი გდიდესთ წყვაშია!
სე სცურავდეთ კეთილში,
ვით კოვზის პირი ზღვაშია!
ერთი ათასად გარდვიქე
მხედველობაში, ჯანშია:
ყორნის ფრთა-ბოლოდ ქცელა
თეთრი, ნარევი თმაშია,
მოხუცი კაცი ჯელად
ჩავუწერივარ ცაშია.
აწ გლოვა აღარ მჭირდება,
ღარც დამალვა სახლშია.
ერთი რამე მაქვ სათქმელი,
იქნებ დაგიჯდეთ ჭკვაშია:
მკერდში არავინ დაგვიჭრას
გმირი, დაჭრილი მხარში
და დღეს კი გამოჩენილი;
ჭკვა მოვიგროვოთ თავშია,
არ გადამექცეს არმადა
სიცოცხლე მთა და ბარშია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ერთი რამ მინდა სათქმელადერთი რამ მინდა სათქმელად, გულს ნისლად დაფარებული, ციდამ ცა-ქვეყნის გამგესი სამღერლად დაბარებული. ვსთქვა, ...ბაკური-გვიამბე, ელიზბარაო, რა ამბავ მოხდა ეღოსა? როგორ დაეცნენ ლეკები ბაკურის ციხე-ეზოსა? -არ მინდა, ძველი დარდ...წიწილაქორმა წიწილა წაიღო, იძახდა "წიავ-წიავსა!" წიწილის თეთრი ბუმბული ველად გაჰქონდა ნიავსა... ღვარი წავიდა სის...ღამე მთაშიდაღამდა… წვრილნი ვარსკვლავნი აყვავდენ, დასხდენ ცაზედა; მთვარე კი ჯერ არსადა სჩანს, არ დაგვნათოის თავზედა,...მოგონებადარბაზში იჯდა თავადი, დინჯად ჩიბუხსა ჰსუტავდა, და მის წინ ქონის სანთელი მკრთალი ნათელით ბჟუტავდა. მოხუცებ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026