kids.ge logo

ომის წინ ჯარის სიმღერა

ფავორიტებში დამატება
გული გავლესოთ გრძნობითა,
საცაა დაჰკრავს ნაღარა;
ერთი დავსძახოთ ქართულად,
ხვალ არ გვეცლება, აღარა;
ხვალ გვინდა ცემა მტრისადა,
ხმლის ქნევა, ფარის ფარება,
შავის, შავხალის ხანჯრისა
მტრისად გულ-ღვიძლში ტარება.
სისხლის სმა ღვინის მაგივრად,
ცხენთა ფიცხელთა მალება.
დაე, იტირონ დედათა
შვილთა ლაშქარში წასვლაზე:
ან ვისახელოთ, ან გავწყდეთ
ომში პირველად ჩასვლაზე.
ხილოს მიწამ მშობელმა:
გული გვაქვს პაპათელი,
სისხლი გვიფუის ძარღვებში,
სისხლი ლაშქრობას ჩველი,
მკლავიც გვაქვს შამქორს ნაცადი,
რა ვართ გამორჩელი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ხიდო, მოგენდე, ჩამიტყდიხიდო, მოგენდე, ჩამიტყდი, წყალს მიმეც ადევებულსა. შორს დამრჩა სატრფო გულისა, იმისთვის დაფეთებულსა. ის ჰგოდ...აკაკის საიუბილეოდმშობელი ქვეყნის მოზარევ, უნდა გიმღერო მთურადა. იმავ ჭირით ვარ სნეული, რაც შენ გატყვია წყლულადა. რა ვუყოთ?...როს ვუკვირდები თავის თავს…როს ვუკვირდები თავის თავს და არ ვემდური მეტადა: მადლს დავთვლი ათასობითა, ცოდვა სამ რჩება კენტადა, მხრები ...დავით გურამიშვილის ხსოვნასშენ ჩემო წინამორბედო, უძვირფასესო პაპაო! შენს აჩრდილს ვეამბორები, ლექსიც რამ დამიჩხაპაო. ნეტავ, რას მემუდ...არაგვსდაწუხებულმა, არაგვო, რო გნახე, გავიხარეო, სრულიად გამოვიცვალე, წელშიაც ავიხარეო. რა ლამაზია, წყეულო, შენთ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026