kids.ge logo

ხმა სამარიდამ

ფავორიტებში დამატება
ხმალი გალესე, ძმობილო,
მტერი გადმოდგა მთაზედა;
აგვიოხრებენ ქვეყანას,
დაგვეცემიან თავზედა;
გალესე, ისე გალესე,
პირს იკიდებდეს თმაზედა;
მადლია, კიდევ ეღირსოს
გორდას მტრის სისხლი ფხაზედა!
გერ მოდიან წყეულნი
წყობრად, უშიშრად გზაზედა.
საცაა, თოფი იჭექებს,
კვამლი შაჯდება კვამლზედა…
აგვიოხრებენ ქვეყანას,
დას ატირებენ ძმაზედა!..
გალესე, კარგად გალესე,
არ ილედეს ძვალზედა.
უფლის კურთხევა ანთი
სამშობლოს მცველის ფარზედა…
თამარ-დედოფლის ნაკოცნი
ბეჭდად უსვია ხმალზედა.
მხნედ იყავ, ძმაო, ნუ ჰკრთები,
ნეტავ ყოყმანობ რაზედა?
ერთხელ სჯობია სიკვდილი
შავს ყოფნას ქვეყანაზედა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კურდღლის სიმღერაჩქარა ამწვანდით, ველებო, ჩქარა ამწვანდი, ჭალაო! ამოღაღანდი, ჯეჯილო, სად არის შენი ძალაო? ნათესი პური რა ი...დევების ქორწილიღამით ცა ჰქუხდა, გრგვინავდა, მთებს მოედრიკათ თავიო. ტყეს გასდიოდა ფოთოლი, ზღვა ბობოქარობს შავიო. დევებსა ...ის კი არ არის ბიჭობაის კი არ არის ბიჭობა, რო გამაგრებდნენ, ჰმაგრობდე. ბიჭს მაშინ დაგიძახებდი, თავისთავადა ჰვარგობდე. არც ის მ...მწყემსი ქალიდაგძინებია, ქალაო, ლამაზო, ხუჭუჭ-თმიანო, ნეტავი გამაგებინა, რა გესიზმრება, ღვთიანო?! მოფრენა უდაბურს ტყეშ...გლეხის სიმღერააბა, შავხედნოთ ქვეყანას: ძირს ვაკე, მაღლა მთებია; ზოგან ხევები, სხვაგან ტყე, კლდედ მიიუვალი გზებია. რამდე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026