kids.ge logo

ჩემთ მეგობართ

ფავორიტებში დამატება
ჭაბუკნო, ვიდრე ცხოვრების დღეთ დილა გინათებთ
და სიყვარული გულის ჭირთაც გისიმოვნებთ,
არ დაიჩნიოთ შავის ბედის მსწრაფლნი ლახვარნი
და შეპოვრად წარიხოცეთ ცრემლნიცა მწარნი.

აჰყევით სოფელს, შეურჩენელს და მომღერალსა,
ნუ მორიდებთ სიყმაწვილეს ტრფობისა ალსა!
სასაცილოა, ბერი კაცი რომ ყმაწვილობდეს,
და საბრალოა, როს ჭაბუკი ბერიკაცობდეს!

მას ვაქებ, ვინცა თვის სიცოცხლე ასე ატარა,
რომ ყოველი დრო შესაფერად მიმოიხმარა!
მაშინცა კმარა დადუმება გულის ვნებათა,
კისრად ტვირთება წუთის-სოფლის მძიმე ზრუნვათა.

დეს მზის სხივნი შეგვიცვლიან ჩვენ დილას მას ნელს
და ცრუ სოფელი სიყვარულსაც შეჰყრის სარგებელს!
მხოლოდ ერთს გირჩევთ და გახსოვდეთ ესე თათბირი,
მერწმუნეთ, ძმანო, ნაცადი მაქვს ეს გულის ჭირი:

არ შეემსჭვალოთ მოკისკასეს, კეკელა ქალსა,
სულის დამტყვევნელს და გრძნობათა ცრუდ მომღერალსა!
შიკის ენა მას ახარებს, მას ასულდგმულებს,
ხოლო სიყვარულს გული მისი ვერ მიკარებს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საფლავი მეფის ირაკლისამოვიდრეკ მუხლთა შენს საფლავს წინ, გმირო მხცოვანო, და ცრემლთ დავანთხევ შენს სახელზე, მეფევ ხმოვანო! ახ, რა...სული ობოლინუ ვინ იტყვის ობლობისა ვაებას, ნუ ვინ სჩივის თავის უთვისტომობას! საბრალოა მხოლოდ სულით ობოლი, ძნელღა პოვო...მერანიმირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი, უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი! გასწი, მერანო, შენს ჭენ...სატრფოვ, მახსოვს თვალნი შენნისატრფოვ, მახსოვს თვალნი შენნი მშვენიერნი ცრემლით კრთოდენ, და ბაგენი მდუმარენი ხვაშიადსა მიმალვიდენ! მაგრა...შევიშრობ ცრემლსა, ჭირთ მანელებელსშევიშრობ ცრემლსა, ჭირთ მანელებელს, გულსა დავიწვავ დასანაცრებელს, და მისსა ფერფლსა, ვითა საკმეველს, შევსწი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026