kids.ge logo

ერთი რამ მინდა სათქმელად

ფავორიტებში დამატება
ერთი რამ მინდა სათქმელად,
გულს ნისლად დაფარებული,
ციდამ ცა-ქვეყნის გამგესი
სამღერლად დაბარებული.
ვსთქვა, თუ არა ვსთქვა, რას მეტყვით,
გულისაც დავალებული?!
შორს მიდის ჩემი გონება,
ოცნება გამალებული;
გულს ბევრი უნდა ტიალსა -
ხარია ალაღებული.
ნუ მომთხოვთ, მაშინ არ ძალმიძს
მსჯელობა დალაგებული…
მაინც ბოღმა მკლავს, მაინცა
რა ვარ გალაღებული.
ნეტავ, დაგლევდი, ბუნებავ,
შენის ცოდვით და მადლითა,
ან შენ დამლევდი, რომ შენთან
მეც მემუშავა ადლითა.
ვერ სძღები სიყვარულითა,
გულო, არ იქნა არობით;
იმღერე, ისევ იმღერე,
ჟინი მოკალ გალობით;
ეს გაზაფხულიც ჩამოდგა
ქვეყნის დამდგენის წყალობით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შემომღუღუნე, ჩონგუროშემომღუღუნე, ჩონგურო, აკვნესდი, ამაკვნესია; მორწყე და ააბიბინე გულს ვარდი დანათესია, ჩემთვის კვნესაში სილ...ჩივილი ხმლისა-დაჰჟანგებულხარ, გორდაო, დაგობებია ქარქაში, სადა გყავს შენი პატრონი, დაგაწყებინოს კაშკაში? -სადღა მყავს, ...ერთხელც იქნება, მოვკვდებიერთხელც იქნება, მოვკვდები, მივებარები მიწასა, _ გულსა და გრძნობას შაურევ ცივის სამარის ქვიშასა... ჩემს გუ...ნუმცა მსმენია სიკვდილინუმცა მსმენია სიკვდილი და ნუმც მინახავ ლომისა! ნუმც მინახია არწივი, შნო აღარ ჰქონდეს ომისა! ლომს ტახტი უდ...ადგილო კურუმ-კურუმოადგილო კურუმ-კურუმო, ველიან-ჭალიანაო, სამოთხესავით ლამაზო, მიყვარხარ ძალიანაო, რადა ხარ სულ მუდამ დინჯი შ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026