kids.ge logo

ერთი რამ მინდა სათქმელად

ფავორიტებში დამატება
ერთი რამ მინდა სათქმელად,
გულს ნისლად დაფარებული,
ციდამ ცა-ქვეყნის გამგესი
სამღერლად დაბარებული.
ვსთქვა, თუ არა ვსთქვა, რას მეტყვით,
გულისაც დავალებული?!
შორს მიდის ჩემი გონება,
ოცნება გამალებული;
გულს ბევრი უნდა ტიალსა -
ხარია ალაღებული.
ნუ მომთხოვთ, მაშინ არ ძალმიძს
მსჯელობა დალაგებული…
მაინც ბოღმა მკლავს, მაინცა
რა ვარ გალაღებული.
ნეტავ, დაგლევდი, ბუნებავ,
შენის ცოდვით და მადლითა,
ან შენ დამლევდი, რომ შენთან
მეც მემუშავა ადლითა.
ვერ სძღები სიყვარულითა,
გულო, არ იქნა არობით;
იმღერე, ისევ იმღერე,
ჟინი მოკალ გალობით;
ეს გაზაფხულიც ჩამოდგა
ქვეყნის დამდგენის წყალობით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პასუხადკარგებო, თქვენი ძახილი ბარით შამესმა მთაშია, ფეხის ფრჩხილებში გაჟონა ჟრჟოლამ, დაკრულმა თავშია; ძვირფასს მ...1795 წლის სახსოვრადაგერ ამოდგა აჩრდილი, აკლდამის კარი გაიღო; რა ფრიად შეწუხებულა, ხელში ფრანგული აიღო… მოჰგვარეს ლურჯი ტაიჭი...ალექსანდრე ყაზბეგსშვილო ტანჯულის ქვეყნისავ, სული დაჰლიე ტანჯვითა, მიუხვალ მამა-პაპათა ამოღებულის ხანჯრითა, ცრემლად დამდნარი...შეჰხედეთ ერთი ღრუბელსაშეჰხედეთ ერთი ღრუბელსა, როგორ თავხედობს წყეული! სწადიან შთანთქას, გააქროს მზის სხივი გამოსრეული. წინ ეღობ...იას უთხარით ტურფასა(სიმღერა) იას უთხარით ტურფასა: მოვა და შეგჭამს ჭიაო, მაგრე მოხდენით, ლამაზო, თავი რომ აგიღიაო! შენ თუ გგო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026