kids.ge logo

ჯარჯი

ფავორიტებში დამატება
კლდე, ჯიხვის ჯოგის გავლილი,
რო ნახო, გაგიკვირდება...
მათ ნაწოლსა, ნადგომსა,
თოლი არ მაკიდება.
ფეხ რო მაუსხლტეს ტიალსა,
კლდეზე რქით დაკიდება,
მათ მიმყოლსა ვაჟკაცსა
რა კარგი წაკიდება!..
ჯარჯი ჩახედავს ჯიხვებსა,
რა მშვენიერნი წვანანო,
რქა რქაზე გადაუხვევავ,
ანგელოზებსა ჰგვანანო.
ჯარჯივ, ნუ მისდევ ჯიხვებსა,
მოგინელებენ ტიალნი!..
არ დაჯერა ჯარჯიმა,
სხვაც ბევრ მამცდარა ჭკვინი.
ჩამაქადლა ვაჟკაცმა
ხირიმი სპილოსძვლინი,
წინ ჯიხვთა, უკან ჯარჯიმა
კლდეზე გადიღეს გრილი, _
ჩაბანოს ჭალას გავარდა
მოყმე ფეხწრიპინი...
მატანეს მამკვდარი,
ტირის ქალი და ზალია,
შამააწვინეს კარზედა
კლდის დაფლეთილი ტანია,
გადაგლეჯილი თავ-პირი,
ყორნის დათხრილნი თვალნია...
სახსოვრად ჯარჯის საფლავზე
დააკრნეს ჯიხვის რქანია,
ერთ გვერდზე თოფი სითა,
მერე გვერდზე ხმალია,
ზედ დაწერეს წერილი:
„ჯარჯი ჯიხვთაგან მკვდარია!“

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მე სოფლის თავსა ვესახლემე სოფლის თავსა ვესახლე და არ სოფელი ჩემს თავსა, სოფელი კარგად მთავსობდა, მე რომ სოფელი მეთავსა, რაც მე ს...ბიჭო, ვისი ხარ მალხაზიბიჭო, ვისი ხარ მალხაზი? დაურჩი დედაშენსაო. საქმე რომ არა გქონდეს რა, ჩამოირბენდე ჩვენსაო. მოგიხდი წითელ ღ...მუდამ სევდიან გულზედამუდამ სევდიან გულზედა, ქვიშა ლოგინად მიგია, ჩამიცვამს სევდის პერანგი, ზედ სევდის ღილი მიგია, რაც შენ მოგშ...აჩუ, აჩუ ცხენოაჩუ, აჩუ ცხენო, საით გაგაჭენო? ჯერ ქერი არ გიჭამია, შე კუდმოსაჭრელო!...იავნანაიავ, ნანა, ვარდო, ნანა, იავნანინაო, დაიძინე, გენაცვალე, იავნანინაო, ჯერ არ გათენებულაო, იავნანინაო, ვარსკ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026