kids.ge logo

წიწილა

ფავორიტებში დამატება
ქორმა წიწილა წაღო,
ძახდა "წიავ-წიავსა!"
წიწილის თეთრი ბუმბული
ველად გაჰქონდა ნიავსა...
ღვარი წავიდა სისხლისა,
წალეკა მთა და ბარია:
რაგვს გზა დაათმობინა
და გადათელა მტკვარია.
ისმოდა ბებრის ეზოში
კრუხის ქვითინი მწარია...
მოქსლოდენ მოკეთები:
კრუხნი, მამლები, ვარია, -
ნათესაბა კრუხისა,
მთელი იმისი გვარია.
ცრემლი იქცევა ქათმების,
დიდი გლოვა და ზარია...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მთათ ძილიხევებში ჩაწვა ნისლები, განზედ დაყრილან მთანია, ერთურთზე მიქადლებულნი, როგორც ერთგულნი ძმანია. მთვარე ცას ...მაცნედაჰღონებულხარ, დედაო, რას-რარა ჰფიქრობ შვილზედა, ცრემლ რო ჩამოგდის მჩქეფარე მაგ ხმელს, წაყვითლო პირზედა? ...კახეთსმაღალ-ახადით გავხედავ, სამოთხეს კარი ეღება: ალავერდი სჩანს, კახეთი, ჩემის სამშობლოს შვენება; გულში ამოხდა...ნატვრაკლდე უნდა იყო, სალი კლდე - მიწავ, რადა ხარ ფხვიერი, - რომ ვერა სთხრიდეს საფლავებს ქარჩით მოხუცი ხნიერი. რ...ერეკლეს სიზმარიომ-გადახდილსა პატარა კახსა ასპინძის ველზე დაღლილს ეძინა, თავი მიეყრდნო უნაგირზედა, ტანზე ნაბადი გადაეფინა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026