kids.ge logo

შემოდგომის სურათები

ფავორიტებში დამატება
*
თეთრი გოგრა ნიკას უყვარს,
ჩურჩხელები - თამუნას,
ბებოს ჯერ არ ამოევლო,
უკვე შეახრამუნა.

ზამთისათვის მოგროვილი
ვაშლი, კომში, კაკალი,
ი, ასე დაწყებულა
შემოდგომის ზღაპარი.

*
საწნახელში ნიკა დგას,
ფეხის წურავს რქაწითელს,
ანდრო ტკბილი ბადაგის
ქვევრში ჩასხმას დაიწყებს.

ბებო ავლებს ჩურჩხელებს,
ზემია ნამდვილი...
ი, ასე დავხატე
შემოდგომა ამ დილით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მეკვლე ვარ!..თოვლი მოსულა ქათქათა, მთა-ბარი დაუბარდნია, მეკვლე ვარ, - ვარსკვლავბიჭუნა, ახალი წელიწადია! ციდან ეშვება ფ...მოხერხებული ანდრიავარსკვლავებს ითვლის ანდრია, მთვარე არიგებს მაღლიდან: - სუყველას როგორ დაითვლი, ბევრნი არიან ძალიან. - ჰოდ...დათა ორი წლისაა...დათა გახდა ორი წლის, სულ ახლები ჩააცვეს, ჯერ თმა შეჭრეს, მერე კი მთლად ზღარბივით დავარცხნეს. ყველა ფოტოს ...ნინოს შიშიწვიმის შხაპუნა წვეთები ეფერებიან ბაღებს, ნინო სარკმელთან დამდგარა, ფანჯარას ფრთხილად აღებს და შორს, მაღალ...* * *თეთრი გოგრა ნიკას უყვარს, ჩურჩხელები - თამუნას, ბებოს ჯერ არ ამოევლო, უკვე შეახრამუნა. ზამთისათვის მოგროვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026