kids.ge logo

დედოფალს ანაზედ

ფავორიტებში დამატება
ვარ უცხო ვინმე ყარიბი,
მა სიტყვითა მხმობელი,
მა მუხთლისა სოფლისა
მაგინებელი, მგმობელი:
მონა ვარ მისი მუდამ ჟამ
და მისი შემამკობელი, -
გია ჩემი ხელმწიფე
და ჩემი დამადნობელი!
ფუცავ, მე არვინ მიხილავს,
რომ არს შვენებით ანაო!
მთვარესა ეზრახებოდა:
„შენ ვერ ხარ ჩემისთანაო!“
ვარსკვლავნი მუდამ სამონოდ
გარს უდგენ თანის-თანაო.
მხილველნო, დამემოწმენით:
კარგი ყოფილა განაო?
ცნობა მიმიღო და გული,
სევდით შემზღუდა ანამან;
კვლავ მომკლა მისმან ციალმან
და წელთა მიმოტანამან;
კოკობსა ვარდსა ნარგიზმან
აპკურა ცრემლი, ანამა.
ჯობს, რომ არ ყვანდეს მიჯნური,
ან მოკლას ამისთანა მან!
გუნდი მოცინარობს:
„მარგალიტნო, მიახელთო!“
სათის ტბიდგან ისარს ისვრის:
ვინ გაუვლის ახლოს ველთო?
დალახვრავს და მძიმედ დაჰკოდს,
ველს განაბნევ დია ხელთო!
ნეტართაო ქონდეს ეს გზად;
ვიცადი გიახელთო.
მიმიღო ცნობა, -
არ ძალმიძს მკობა, -
ჩემმა ხელმქმნელმან, ლამაზმან ამან!
შემოსა ხელი,
ითნო სახელი
მისმან მგვანემან პაწაწანამან;
ალხინა გული,
წყლულ-დადაგული,
წყალობიანმან მისმან შანამან.
თქმულია ძველად:
„ვინც იყო ხელად,
ატრფე და მოგკლას ამისთანამან!“
ხელმწიფევ, გული
შენთან-ა ბმული,
წყალობინად მომცემო შვების!
ნაზად ვინ ირთვი,
პირი მიირთვი
სიკვდიდმდე მტკიცე შენთა ნახლების!
თუმცა [რა] გცოდე,
ვიყო შემცოდე,
შენგან წყალობით ნუ მელხინების!
გიმუხთლო, ესე
ვიყოცა მკვნესე,
შენგანცა კიდე ვიყო-ცა სხვების!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჰაერი ცივ-ნამიანიჰაერი ცივ-ნამიანი, ჩემთვის აღარ-ა დღიანი! მას ვშორავ გულ-სევდიანი, ვის მოლოდნა მაქვს გვიანი! ქუფრ-ხვევით,...გაიოს არქიმანდრიტსმაღალ ღირსებას ჭამადი მსუყე მძიმედ მოსვლია, ვით მიწა უყე. აგრე ძალიან რად გაიბუყე? ბერი ხარ, ბეჩავ, მუცლი...სევდის ლაშქარისევდის ლაშქარი შემომიხდება, სურვილის ცეცხლი მომეკიდება, სულთქმა და ტირილი გამიხშირდება, საყვარლისა ჭვრეტა...მნათობთადმიჰეი, მთვარეო, შენი მკვირანო: რად მიაჩრდილენ შენცა ჭირანო? მილევით მოსჩან, კეთილ მჭვირანო, ან არ კეკლუცნი ...შემსვი ნუ ჰყოვნი შესმასაშემსმი ნუ ჰყოვნი შესმასა, ნურცა იფიქრებ ვნებასა! პირველ თუმც გაწყენ, შემდეგაც გაცინებ, მიგცემ შვებასა. ღვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026