kids.ge logo

ეტლზედ

ფავორიტებში დამატება
ეტლი სივრცით ცას გვარობს, თუ ვინ ჰყვა გზასა.
სიგრძე მისისა გზისა არ გვარობს ცასა.
მაშა ვითა ვსცნა?
მსურს მისი კოცნა!

ეტლის პირმან მიმზადნა თვისსა ტკბილ ხმასა;
ხმამან მისმან განმაგდო, აით ნავი ზღვასა.
მიკვირს და მეოცნა!
ჭირნი მეოცნა!

ეტლმან ლხინსა მაწვია; ვხედევთ ეით ყმასა;
მისმან ლხინმან ჭირების კონა მკრა გზასა;
გარე გამტყორცნა,
შორს გამაოცნა!

ეტლსა პირი ზურგით აბს, შეჰგავს წყლად დგმასა;
ზურგნი მკერდად უმხრიან მას ეშმაკთ ძმასა.
ესდენ, რა დრო ცნა,
სრულად ამხოცნა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ამბავს ავწერ ადრინდელსაა. ამბავს ავწერ ადრინდელსა, აღმკულების აღმკობასა, ბ. ბულბულ ბევრად ბუდობასა, ბედისაგან ბირებასა, გ. გულთ ...ირაკლი მეფის ქებაღმერთო! მოეც დიდი დღე, მტერზე განაძლიერე, ობოლთ, ქვრივთა, გლახაკთ მწე, ირაკლი! ვამკოთ ქართველთ ცხებული ღვ...ჭადრაკზედ ზმებინიჭად რა კიდარ უკადრად მე ფერხნი შემჰსდგენ ღონითა; ჟილ ბლაზი ერის მეტ ლიზღვით დამმხედ არ იყოს ჰხსონითა; დ...მამამან გფაროსმამამან გფაროს, ძემან დაგცვაროს, სულმან სამსებით გცეს ვარდის კონა! გატრფოს ზენამა სულთ მალხენამა, მას აღე...სევდის ლაშქარისევდის ლაშქარი შემომიხდება, სურვილის ცეცხლი მომეკიდება, სულთქმა და ტირილი გამიხშირდება, საყვარლისა ჭვრეტა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026