kids.ge logo

იადონს ის ევარდა

ფავორიტებში დამატება
დონს ის ევარდა
და სუმბულს ის ევარდა.
თქვა მაისმა: "მე თქვენგან
დაბმულ-ვარ ისე ვარ და!"
შავმან შაშვმან ისტვინა.
პირველ ვინ ჰკლა ის, ტვინა,
ეშყი სმასა შეაკლა,
აშრო ვირემდის ტვინა.
მალაღურმან შალა ხმა;
შევლო გულს მან, შალ ახმა;
დაკონა ღულამბარს,
დასჭრა და მან შალ ახმა.
თუთი ლაღობს რა ღაწვად,
მას ვადარნეთ რა ღაწვად!
ვეჭვ ყაყაჩოს უხარის,
გულს აჩნია დაღაწვად.
გვრიტი ყელსა უგარებს,
არ ავ ხმას აუგარებს,
შეტკბობით შეღუღუნებს,
თვალ-შებნედით გუგარებს.
ნარგიზს დარა მან დარა,
რამცა დარა მანდარა!
ჭიკჭიკდა მერცხალი,
სათზედ დარა მანდარა.
ბაგედ ვსთქვი შენდა ლალო;
ცხოს ხმით გშვენს დალალო!
ჰაერს ტოროლა დაგტრფის, -
შეგბრალდეს შენდ, ალალო!
ნარინჯთა დახეთ, დახედ;
მოკრეფად ახე დახედ.
მაჯნუნმა ხმა შევაწყევ
ტან ალვადა ხედა ხედ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

რხევით ნაზორხევით ნაზო, ტან-ალვადო გვარადა, ბროლის მკერდსა, შუქი მნათობს ის-არე; მისი მზე ხარ საყნოსებლად მარადე, მი...მირიან ბატონიშვილსკრემენჩუკს გრიგოლ უწოდა სახელად: "სახლო უკარო". მენიშნა, დავრთე ნებანი, თანხმობით თავი უკარო. ყოვლის სოფლ...შავნი შაშვნიშავნი შაშვნი შავს გალიას შემსხდარნი, სუფთად მხმობნი, ხმა-ყარიბად მსტვინავნი, მრჩობლად მხედნი, მით ერთითა ...ჭადრაკზედ ზმებინიჭად რა კიდარ უკადრად მე ფერხნი შემჰსდგენ ღონითა; ჟილ ბლაზი ერის მეტ ლიზღვით დამმხედ არ იყოს ჰხსონითა; დ...მნათობთადმიჰეი, მთვარეო, შენი მკვირანო: რად მიაჩრდილენ შენცა ჭირანო? მილევით მოსჩან, კეთილ მჭვირანო, ან არ კეკლუცნი ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026