kids.ge logo

სევდის ბაღს

ფავორიტებში დამატება
სევდის ბაღს შეველ შენაღონები:
მოკრეფად მსურდა ვარდის კონები.
ვარდმან შემრისხა თავ-მომწონები,
სარი მყორცა დასამონები,
სრულად მიმიღო ყოვლი ღონები;
მითხრა: „იფიქრე გულს-ნაქონები;
მისთვის იქმნები დასაყოვნები!“
ვერ მივხვდი მახვილ-განაწონები ;
მისთვის შევიქმენ ცრემლთა ფონები!

სა ვჰკითხე, - მუნ იდგა ნაზი:
„ვარდსა რა ვუქმენ კართა სარაზი?
„ამაყად მწყრალი ვნახე ლამაზი!“
მანცა გამაგდო: „გარეგან - გაზი,
„შენგან გვაჩნია გულებსა ხაზი!
„სიხარულიდამ დაბლა კერძ დაზი!
„შენს გულსა ჰკითხე, მიპყარ გაზი!
„შენის გონებით იქნები რაზი:
„ჩვენ დაგვთმეო და სხვას ემონები!“

რა ია გამიწყრა, ნარგიზს მივმართე,
სისხლის ცრემლითა სიტყვანი დავრთე;
ვეუბნებოდი: „შენ წარმიმართე
იწროს გზის პოვნად! გზები გაქვს ფართე!
ჩემსა ნუგეშსა ხელი შემართე:
ვარდს მამუდარე, ალერსი ჩართე.
შავ-გულსა ლხინი შენ მოსართე.
შემომითვალოს, რა უკუღმართე?
რად მომიგონა მოუგონები?“

ნარგიზი ვნახე შებრალებითა,
ცრემლსა სცვარვიდა მორიდებითა;
მითხრა: „ყარიბო!“ მონაზებითა:
„ვარდი მით არის გულ-დაკლებითა,
„რომ შენი იყო თავ-დადებითა, -
„შენ რისთვის დაჰსთმე სხვისა ხლებითა?
„თავი მოსწონდა, ჰყვანდი ნებითა; -
„რად გიკვირს, გასწყრეს ცეცხლ-მოდებითა?
„ნაცვალი მოგხვდა დანახსოვნები!“

დავბრუნდი ყოვლგნით შეუბრალები;
ბაღის კარს დავჯექ შენაძალები,
ცრემლით აღმევსნეს მწირნი თვალები;
ვიყავ ბედისა დამაბრალები.
ვინცა მნახვიდენ დამაშვრალები,
შეიქმნებოდენ ჭირ-ნაკრძალები.
მეც მომხვდა სოფლის მკვლელი ბრჭალები!
ბესიკი სიკვდილს არ ვემალები,
თავი მაქვს მისთვის შენაწონები!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ხმა სირინოსხმა სირინოს, თმა-ღულამბარ-წინამოს, დამქროლო ნიავო, არვედ ეარე! მზე-აპოლოს, დისკო უძღვენ წინამოს, შვიდთა მ...ბულბულის შურსაბულბულის შურსა შევსდგომივარ მუდამ მძახველი, მწყურნების თვალით შემოგყურებ შენი მსახველი, ვარდის ეკალი გულს...მოვედ აწ ძმაომოვედ აწ, ძმაო, ლხინად საკმაო! ვზი ჭირთა მთქმელად: მწვავს ცეცხლი ძნელი, მძაფრი არ ნელი, მუდამ მდაგველად, ...ბედისადმიჰე, ბედო, რა ხარ? შენი ხატი ვინ სახოს, ყოვლ ფერობათა მონაო? ხელ-მწიფედ მზა ხარ, მაგრამ ვერვინ ვერ ნახოს შ...ანბანთ-ქებაარს ბრძან გნომით, დავლის ეთერს, ვლა ზეურობს ჱელვა-თნობით, იალ კმობით, ლალ-მინობით, ნებ-ორბობით პირ-ჟირობი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026