kids.ge logo

შავ გლახ გულო

ფავორიტებში დამატება
შავ გლახ გულო, ვისთვის იწვი მუდამით?
მიჯნურთ ეშხი ესოდენს ხანს რიდებით!
ვისთვის ხელობ, ვის[თვის] შმაგობ მუდამით?
მნათობთ სახეს გარდიფარე რიდებით!
მშვენს სახეს იფარამ მუნ დარიდარა!
ტრფიალთ ცეცხლს უგზავნი მუნდარიდარა!
ვით მზემან ღრუბლითა მუნ დარი დარა!
მას მზეს სხივსა ვსჭვრეტდეთ კრძალვით, რიდებით!
მკრა ეშხის ლახვარი დანასობითა,
დასჭრა შავ-გლახ გული დანა-სობითა,
მან სევდა მიმტაცა დანასობითა!
ვიწვი მარად მიჯნურთ ეშხში რიდებით!
კეკლუც-ნაზი ტანად მან ისაროსა,
წარბი წვრილი წამწამმან ისაროსა!
სცან, იგი ბესიკი მან ისაროსა;
სუნით ტურფათ დააშვენოს რიდებით!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჭადრაკზედ ზმებინიჭად რა კიდარ უკადრად მე ფერხნი შემჰსდგენ ღონითა; ჟილ ბლაზი ერის მეტ ლიზღვით დამმხედ არ იყოს ჰხსონითა; დ...ეტრფის მთიებსაეტრფის მთიებსა შესამკობლად გული ურვილი; სწყურის გონებას სამარადოდ მისი სურვილი; სული რბის სწრაფით მის-კერ...შემსვი ნუ ჰყოვნი შესმასაშემსმი ნუ ჰყოვნი შესმასა, ნურცა იფიქრებ ვნებასა! პირველ თუმც გაწყენ, შემდეგაც გაცინებ, მიგცემ შვებასა. ღვ...ეტლზედეტლი სივრცით ცას გვარობს, თუ ვინ ჰყვა გზასა. სიგრძე მისისა გზისა არ გვარობს ცასა. მაშა ვითა ვსცნა? მსურს ...რა გული დავაგე შენად სარებლადრა გული დავაგე შენად სარებლად, მუნითგან ვარდს გიფენ მითამ არებით! ვიცი, დღენი მისხენ შენდა მარებლად, მისთ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026