kids.ge logo

ლალის მამალი

პატარა ლალი დევიძეს

ფავორიტებში დამატება
ლალის მამალს ვინ არ იცნობს -
დადის, როგორც ბედარი,
ქათმებს მარჯვედ ხელმძღვანელობს,
რის მათი მეთარი.

მაყი და ყოყოჩაა,
არ იკარებს არვის ახლოს
და ვერავინ ვერც გაბედავს
ბატონოდ ხელი ახლოს.

მუდამ ჩხუბობს, არ ისვენებს,
მამაცი და მხირული,
უყვარს კარგი საკენკისთვის
ეზო-ეზო სირული.

მხოლოდ ერთი მწუხარება
გულს უღონებს ლალის მამალს,
ყველა თავის ტოლ-ამხანაგს
უბნება იგი ამას:

რომ ყიყლიყო აღარ ისმის,
დაურჩრდილავს ქარხნის მილებს,
რომ მის ნაცვლად გათენებას
ხალხს საყვირი ატყობინებს.

და წუხს ლალი. რა ქნას ლალიმ,
სურს მამალი ანუგეშოს,
ნაირ-ნაირ საკენკს უყრის
უნდა, ხმა რომ გაკეთოს.

და მამალიც, ოქროსფერი,
წაიგრძელებს კისერს კვნესით.
ყივის, მაგრამ ეს ყივილი
დღეს არავის აღარ ესმის...

ხალხს შრომისკენ მოწოდებს
საყვირების მწყობრი ბანი,
ლალის მამალს მაინც არ სურს
გატეხოს იხტიბარი.

სე ამბობს: მე ყიყლიყოს
ვერავინ ვერ დამავიწყებს,
ყოველ დილით - სხვებს თუ არა -
ლალის მაინც გავაღვიძებ!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩემი სამშობლოტკბილია, როგორც დედის რძით ბალღი ტუჩშეუშრობელი, ტკბილია, როგორც ცის ნამი, როგორც ალერსი მშობელის, ტკბილია...ასპინძა1 ყური დაუგდეთ, ასპინძის ადგილის დედა ჩურჩულობს, თუ როგორ გავუმასპინძლდით, როგორ გავრეკეთ ურჯულო. გადაიარ...ბარდნალარა კარგი იყო ბარდნალა, ბარდნალელების ბორანი, ვარდებიანი ბარდნარი, ბულბულთა ნაამბორალი, ჩემი ხორგო და მარა...კრწანისის ყაყაჩოებიჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა, თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა. შავჩოხიან...ცხრა ძმა ხერხეულიძეეს გაფრენილი ფაფარი, თუ მშობლიური ნისლია? ვისია ცხრა ბედაური, ცხრა დარახტული ვისია?! საით წავიდნენ ვაჟები...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026