kids.ge logo

მხიარული ზაფხული

ფავორიტებში დამატება

ეს რა მალე დამთავრდა
მხირული ზაფხული?..
მოდი, ყველას მოვუყვეთ
ვინ სად იყო წასული.
ზოგი მთაში გახლდათ და
ზოგიც ზღვიდან დაბრუნდა.
ზოგმა სულაც კუს ტბაზე
მოხერხა გარუჯვა.
მთაში მყოფი სვანებს და
სვანეთს აქებს დემეტრე,
მაღალ კოშკებს იხსენებს,
ჰყვება ლამაზ ლეგენდებს.
ტასო ზღვაზე ყოფილა,-
ცურვა თითქმის ისწავლა,
ზღვა ისე მოწონა,-
სხვაგან უკვე არც წავა...
ნენემ ოზურგეთიდან
შეიყვარა გურია,
სე მღერის: გური
მართლაც სამურია...
ზუკამ ბრძანა ზაფხულში
ჯობიო კახეთში,-
ვნახე გრემი, იყალთო,
წინანდალი, გარეჯი!
კამათეს კარგა ხანს
სად ჯობია ზაფხულში
დასვენება, გართობა
რომელ კუთხე- კუნჭულში.
ერთმანეთთან რა გზებმაც
არ უნდა დაშოროს,
ყველა მხარეს სახელად
ჰქვია მაინც სამშობლო...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საქანელაქარზე სწრაფად, განა ნელა დაჰქრის ჩემი საქანელი. თმები ქარში მიფრიალებს, კიდევ დიდხანს ვიქრიალებ. ფეხს ჯიუ... სათამაშო მობილურიგუშინ დედამ მომიტანა მობილური ტელეფონი, ზარები აქვს მხიარული და ფერადი ახლავს ფონი. პატარაა, ვარდისფერი, ...მარის ჯამბაზებიდაბადების დღეზე დედამ სიურპრიზი გამიკეთა, საჩუქარიც ამას ჰქვია- ჯამბაზები მოიწვია. სახედახატულები და შარვ...გაზაფხულის წვიმაკაპ-კაპ ციდან მოდის წვრილად გაზაფხულის თბილი წვიმა. არ მაშინებს, ქოლგას ვკეცავ და წვიმასთან ერთად ვცეკვავ...„მკურნალები“მე და ჩემი ძამიკო როცა ვსტუმრობთ ბებიას,- ბაბუს ასე გასძახებს: ექიმები გვეწვია! ისიც უცებ მხარს უბამს, მკ...

ნახატი ლექსები

ლექსზე „მხიარული ზაფხული“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026