kids.ge logo

გულკეთილი

ფავორიტებში დამატება

- უნდა ავდგე, დედიკო,
რა ვქნა , არ მეძინება;
გესმის? - გარეთ ქარი ქრის,
ყურშა გაგვეყინება.

შემოვუშვათ, ცოდოა,
სახლში ცოტას გათბება.
თორემ გაცივდება და
სურდო დაემართება.

ყურშა, ყურშა, სადა ხარ?
მოდი სახლში, გათბები.
ქათმებს არვინ მოგვპარავს,
ვის რად უნდა ქათმები?!

ან ვინ მოვა ამაღამ,
შენი შიშით, ამ ქარში.
ყურშა, ჯილდო გეკუთვნის,
ჩვენი ეზოს დაცვაში.

ამ ტილოზე დაწექი,
დედამ თბილად დაგიგო;
ხმა თუ რამე მოგესმა,
გააღვიძე მამიკო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ფისუნია კატა!ფისუნია კატა, მე შენს პორტრეტს ვხატავ; გთხოვ, ნუ იცვლი პოზას, აზრებს ნუ მიფანტავ. თვალები და პირი, ცხვირი...ბაღშიჭიკჭიკებენ ჩიტუნები და გალობენ შაშვები, მხიარულად თამაშობენ, ბაღში ცელქი ბავშვები. ოქროს ფერი მზის სხივებ...ბოჩოლაჩვენმა ძროხამ ხბო მოიგო, იცით რა პატარა?! მე, ბოჩოლას დაბადებამ ძაან გამახარა. შვლის ნუკრივით ლამაზი აქვს...ფისომ უთხრა მეწველ ძროხასფისომ უთხრა მეწველ ძროხას; - ძროხავ, ძროხავ, გეხვეწები. გთხოვ, მეც ისე მომეფერე, როგორც შენს ხბოს ეფერები...ნოქარი დათვი და ნოქარი მელიაროგორც კარგი ნოქარი, დათვი, ქების ღირსია; მაგრამ ერთი ნაკლი აქვს, მას არ უყვარს ნისია. მელა, საქმეს, პირი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026