kids.ge logo

ზამთარი

ფავორიტებში დამატება
ბუნებამ ფერი იცვალა,
დაცარიელდნენ ველები;
წავიდნენ, გამოგვეთხოვნენ,
ვინც იყვნენ წასასვლელები.
ციყვმა მოძებნა ფუღურო,
თაგვმა და გველმა - ხვრელები;
კვლავ კაჭკაჭთ დარჩათ მარტოკა
კაკლის კენწეროს ხმელები.
სოფლად ბეღურა ჩიტების
გუნდი და გუნდი ტრილებს,
ხან მზის გულს მიფიცხება
და ხან ფიჩხებში წრილებს.
გლეხი ისვენებს ახლაღა
მოღლილი მიწის მოვლითა,
ძილს მისცემიან მინდვრებიც
გადაპენტილნი თოვლითა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შემოდგომადასევდიანდა ბუნება, ფერი შეუკრთა ტყე-ველსა, კაკალსა მოშრიალესა და ვერხვსა შტოთა მრხეველსა, მუხას ამაყად მ...პაწია მერცხალიმე პაწია მერცხალი ვარ, მოჭიკჭიკე, მოალერსე; ნეტავი რა დაგიშავე, ქვებს რომ მესვრი, ბიჭო სესე?! სიყვარულით,...პატარა მკითხველებსჩემო პაწია მერცხლებო, ჩემი სიცოცხლის სხივებო, საყვარლად მოჭიკჭიკენო, თქვენ, ჩემო გულის მძივებო, მოგესალმე...ჩიტი და ილაპატარა ილამ ეზოში ბევრი იცელქა დილითა; გამოაყრუა მიდამო გამხმარი ლელის სტვირითა. შემდეგ მოახტა ცხენჯოხას,...რთველიადე, პირი დაიბანე, გამოფხიზლდი, ჩემო თინა! რახანია ცელქმა სიომ ვენახები დაირბინა. ვაზებს ჩხები შეურხია ის...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026