kids.ge logo

ბურთი და ნიკორა

ფავორიტებში დამატება
ბურთმა იგორა, იგორა,
მინდორი გადაიგორა,
მინდვრის ბოლოს რომ მიგორდა
ბოლოში დახვდა ნიკორა,
ნიკორამ ჰკითხა:
- ვინა ხარ?
ზღარბი, ლეკვი თუ კნუტიო,
თუ მართლა რომელიმე ხარ,
რად არ გაბია კუდიო?
იქნება კაცის თავი ხარ,
მაშინ რა უყავ ქუდიო?
- ერთი საბრალო ბურთი ვარ,
გაბერილი ვარ წყენითო,
სულ სხვის ნებაზე დავხტივარ
მთელი დღე ზევით-ქვევითო,
მიშველე რამე, ნოდარმა
მომკლა წიხლების რტყმევითო.
ნიკორას გული მოუკვდა
გალაღებული ლხენითო,
სულ მოშუშა გვერდები,
ლოკა და ლოკა ენითო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კრუხიახლოს მისვლას არ დამაცლის, იკივლებს და იწივლებს, თითქოს რამეს ვუპირებდე თავყვითელა წიწილებს. ეს რა ავი კრ...ექიმიმოვიდა და გაგვსინჯა ერთად მე და ბებია, მერე უთხრა დედიკოს: - ბავშვი გაგცივებიათ. მე კი სულ არ მციოდა, თბი...ლიმონათიდედაც მიყვარს, მამაც მიყვარს, საჩუქრებიც მომწონს მათი, მაგრამ ყველას მირჩევნია ერთი ჭიქა ლიმონათი. რამდენ...სახლობანანეტავ სად ხარ, შენს ძებნაში მოვირბინე ეზო, წამო ჩვენთან, სახლობანა ვითამაშოთ, რეზო! რა კარგია, ჩხუბს და ც...ქალაქი და სოფელიჟუჟუნა წვიმა მოვიდა, სულ დაგვისველა ბაბთები, სახლში შემოდი, ხათუნა, შემოდი, ავად გახდები! ჟუჟუნა წვიმა მო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026