kids.ge logo

ტყის ზღაპარი

ფავორიტებში დამატება

პატარა ხეს დიდ ხემ უთხრა:
„აღარა მსურს მე ხე მერქვას,
ვინც არ გინდა, მესტუმრება
და უგულოდ მაცლის მერქანს;
გერ კიდევ, იმ კაცს ხედავ,
ღია ხელში ცული,
გვჭრის და გვჩეხავს უმოწყალოდ
ტყეში სამტროდ შემოსული“.
აქ დიდმა ხემ ნაღვლინად
პასუხა ხეს პატარას:
„იმ ცულს თავი რკინისა აქვს,
ჩვენისთანა ხე აქვს ტარად;
ჩვენი მოძმე ჩვენ გვღალატობს,
მძლავრს სურს სუსტზე გაბატონდეს.
რას დაგვაკლებს ჩვენ ის კაცი,
ცულს რომ ტარად ხე არ ჰქონდეს?“

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნუ იამაყებნუ იამაყებ, თუნდ იყო ცხრა თავი ბაყბაყ-დევია, ნუ იტყვი, ის რას დამაკლებს, მე ვარო მძლეთა მძლევია. გახსოვდე...ლილელილევოდა, დიდება შენდა, დიდება შენდა, ზეციერო! ოქროსი გიდგას სრა-სასახლე, გარს აკრავს ოქროს გალავანი, გალ...შენმა სურვილმა დამლიაშენმა სურვილმა დამლია, შენზედ ფიქრმა და სევდამა, შორს წასვლამ, ხშირად გაყრამა, გულის თვალებით ხედვამა. მა...ლექსი ვეფხვისა და მოყმისამოყმემ თქვა, პირშიშველამა, შიბნ გავიარე კლდისანი, მოვინადირენ, დავლახენ, ბილიკნი ჭიუხისანი. შამამხვდეს კლ...ქართველო, ხელი ხმალს იკარქართველო,ხელი ხმარს იკარ, გათენდა დღე დიდებისა, თოფ-იარაღი აისხი, დრო მოდის გამარჯვებისა. მამულის დახსნის...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026