kids.ge logo

კრწანისის ყაყაჩოები

სამასი არაგველის ხსოვნას

ფავორიტებში დამატება

ჰეი, თქვენ, არაგველებო, გამაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.
შავჩოხინო ვაჟკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია?!
ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩობის ცეცხლია?!
შავჩოხინო ვაჟებო, ასე რამ გაგახალისათ,
ჟრილი ხომ არ მოგესმათ ოჟა ჯურხაის ფარისა?!
სიმღერა ხომ არ მოგესმათ პატარა კახის ხმალისა?!
იქნებ მე თვალი მატყუებს, ზეცა მაბრმავებს კრილა,
მაშინ თქვენ თვითონ აღსდექით და მარქვით ომახინად:
თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი ირა,
მა ეს ბებერი კრწანისი რა ძალამ ააბდღილა?!
ჰეი, თქვენ, არაგველებო, გამაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქართული ენასაქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ, სიყვარულის, ლექსის, სადღეგრძელოს ენავ! მოიმღერა დღემდის უძველესმა ტომმ...სალაღობოხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა. ხ...ალბომიდანრა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს, რამ დამავიწყოს ეს ალუბლები! იცოდე, როცა სხვას შევიყვარებ, ამ სიყვარულზ...ბარდნალარა კარგი იყო ბარდნალა, ბარდნალელების ბორანი, ვარდებიანი ბარდნარი, ბულბულთა ნაამბორალი, ჩემი ხორგო და მარა...თქვენ გეუბნებით, ძმებო მგოსნებორა ქართველი ხარ და რა ჭაბუკი, თუ მამულს თავი არ ანაცვალე, - ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს, მეც ქართველი ვარ ...
„პეპელა“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ჩეჩელაშვილი (6)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ლადო ასათიანის ლექსი „კრწანისის ყაყაჩოები“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026