kids.ge logo

ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!..

ფავორიტებში დამატება
ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!..
აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია,
თუმცა ძველნი დაგშორდნენ, ახალნი ხომ შენია...
მათ ახალთ აღგიდგინონ შენ დიდების დღენია,
ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?
წვრილ-შვილნი წამოგესწრნენ ნაზარდნი, გულმტკიცები,
მათის ზრუნვის საგანი შენ ხარ და შენ იქნები,
არ გიმტყუნებენ შენა, თუ-კი მათ მიენდები.
მათის ღვაწლით შეგექმნეს სახე ბედით მთენია,
ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?
მათი გული შენისა ტრფობის ფართო ბუდეა,
მათი გულთა ფიცარი შენი მტკიცე ზღუდეა...
ვერ წაბილწავს მათს გრძნობას სიმუხთლე, სიმრუდეა!
მათ თვის მკერდით შეჰმუსრონ მტერთა სიმაგრენია,
ჩემო კარგო ქვეყანავ, მაშ, რად მოგიწყენია?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ციური ხმებიციურნი ხმები — ეგ საკვირვლები, როს მომესმიან, მსწრაფლ მომითხრობენ, საიდამ სრბიან და სად სცხოვრობენ, და ნე...დაბნელდა სული, გარშემოც ბნელადაბნელდა სული, გარშემოც ბნელა, სიცივე მკვიდრობს ეხლა ჩემ გულში; აღარ მაქვს საზრდო სულისათვის მე არც სიძულ...ელეგიამკრთალი ნათელი სავსე მთვარისა მშობელს ქვეყანას ზედ მოჰფენოდა და თეთრი ზოლი შორის მთებისა ლაჟვარდ სივრცეში...ღამეროცა ყაყანი ქვეყანისა სრულად მისწყდება და აღარ ისმის ბოროტების ხმა მოსაწყენი, როს მძინარ სოფელს კამარა ცი...დაე თუნდ მოვკვდე არ მეშინიანდაე თუნდ მოვკვდე არ მეშინიან, მაგრამ კი ისე, რომ ჩემი კვალი ნახონ მათ, ვინცა ჩემს უკან ვლიან, თქვან: აღას...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026