kids.ge logo

მელიქიშვილის გამზირი

ფავორიტებში დამატება
მელიქიშვილის გამზირი,
ა, ვარდი და ბზა...
შენოდ ვეღარ გავძელი,
ჩემი ბალღობის გზავ.

გზად სტუდენტობა იჩქარის,
მძებნელი მზის და გზის.
სად არის ახლა ის ქალი?!
ალბათ, აკვანთან ზის.

იქნებ რუსთავი არჩია,
იქნებ სამგორშიც ქრის,
იქნება ისევ ბავშვია,
თვალებიც შერჩა შვლის.

და ელანდება დამწველი
კვლავ სტუდენტობის გზა _
მელიქიშვილის გამზირი,
ა, ვარდი და ბზა..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთიუფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი არა დაღვრილის - დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა, არავითარი სხვა სამშობ...შემოდგომის იდილიაშემოდგომის იდილია! სად ერწო და ღულელია, ყველაფერი ყვითელია, ყველაფერი კეთილი... მარტო ბრიყვი კუნელია, ეს ...ფშაურიმთის ჩიტი მთას შააკვდაო, თოვლი თოვს, არ ჩანს საფრენი... მთას ჰკითხეს: რა შაგაკლდაო? მთამ: დიდი არცარაფერი...კაცური კაცის ცხოვრებაკაცური კაცის ცხოვრება, გზა, წიგნი სისხლით ნაფერი, ხელახლა აიწონება, ხელახლა სუყველაფერი! მედროვის ყალბი დ...წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსოწყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო, მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო, ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026