kids.ge logo

გახსენება

ფავორიტებში დამატება
როცა ვიტყვი ი
მაშინ გამო...დი!
ბალღური

თითქოს გუშინ დასრულდა
შინ და გარეთ, შინ,
ჭრელკაბიან ასულთან
თა...მა...ში...

ენკი, ბენკი, სიკლისა,
ენკი, ბენკი, და,
დღენი სიყმაწვილისა
გა...ვი...და.

მოველ შენს ფანჯარასთან
და ვდუდუნებ: ი
შენ კი, შენ კი, არა და
არ გა...მოხვე...დი.

როგორ დაგვიწყები
ენკი-ბენკის ხმა,
რა ხანია, გძებნი და
ვერ მი...პოვი...ხარ...

მოდი, მოდი, დამბუგე,
მოდი, როგორც გსურს,
თორემ ვინ რას გაგებს
გაგი...ჟებულ გულს...

ენკი, ბენკი, სიკლისა,
ენკი, ბენკი, და...
რა თქვან:
სიჭაბუკეც
გა...ვი...და.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ზოოპარკიარ შორდება არწივს სევდა, დათვი ტყის დარდს გულში იხვევს, ენატრებათ მაჩვებს მზე და ესიზმრებათ მთები ჯიხვებს...ვინც ამ გოგოს გააცინებსშტოზე ვაშლი გარჩენილა, ვინც მისწვდება მისია, ვინც ამ გოგოს გააცინებს, გოგოს გული მისია... ეს ცხოვრება ასე...მზესთან ერთადმზე ჩამოდის ფეხით ციდან, ფანჯარაში ჯდება ჩიტად, იმ სიმღერის ჭიკჭიკს იწყებს, მე რომ მომწონს, შენ რომ გინდა...ხე დარგეთბილისელი ხარ, შენს თბილისს მზის სხივად გადაექარგე,- ქორწინების წინ ხე დარგე, შვილი გეყოლა, ხე დარგე! ხე ...თოვლის ბაბუაგადმოლახა ზღვები და გადმოლახა მთები - მოდის თოვლის ბაბუა დათოვლილი მხრებით, დათოვლილი წარბებით, დათოვლილი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026