kids.ge logo

ცხენობანა

ფავორიტებში დამატება
გადამსხდარან ყმაწვილები
გამხმარ ჯოხის ცხენებზედა,
საჯირითოდ გამოსულან
ბექობსა და სერებზედა.
ზოგს აცვია, ზოგი კიდევ
ტანტალა და უქუდოა;
რაშებიც კი ისეთი ჰყავთ,
რომ სუყველა უკუდოა.

წინ მიუქრით მათ ბელადი
მხარმაღალი, ბეჭინი,
სხვებზე უფრო მოჯირითე,
მაგრამ ცოტა ეჭვინი,-
მას არ უნდა ჰყავდეს ტოლად
სხვა ბადალი ცხენოსანი
და იძახის: „აბა მომყვეს
ვინც ბიჭია, წვეროსანი!“

ძახის და მიაქროლებს
რაშს ფრუტუნით, ჭენებითა;
კან მისდევს მათ ლაშქარი
აღვირო ცხენებითა...
გერ ბელადს დაწი
სხვა მხედარი ყოყლოჩინა,
მერანს უკრა გვერდში დეზი
და გაჰკურცხლა თვითონ წინა.

მაგრამ ტაიჭს გახურებულს
თავი ვეღარ დაჭირა,
ხრამს გადევლო და მხედარი
გადმოვარდა თავდაყირა.
ამბობს, ცხენმა მიღალატა,
მაგრამ რა დროს ფიცილია?!
მოგანგლულ მხედრის თავზე
ხარხარი და სიცილია!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ახალი წელიინათა, ახალი წელიც გამოჩნდა თავისი ალმითა; სუყველას ჩამოუარა კარისკარ, ტკბილის სალმითა. ბალღებს შესძახა: ...ზამთარიბუნებამ ფერი იცვალა, დაცარიელდნენ ველები; წავიდნენ, გამოგვეთხოვნენ, ვინც იყვნენ წასასვლელები. ციყვმა მოძე...ცელქებიშეხეთ ცელქებს, როგორ ჩუმად მიჰპარვიან მაწვნის ქილას; ყური უგდეთ, რა ხალისით ეუბნება ვანო ილას: -ამოვუსვათ...ჩემს ცელქებსჩემო პატარა ცელქებო, ჩემო ვარდნო და იებო, ტკბილ ენით მოჭიკჭიკენო, ლამაზო დილის მთიებო. თქვენი ალერსით დამ...მამალი- იცით, ქათმებო, რას გეტყვით, მეტი რომ არ ვთქვა თავზედა, ჩემი ბადალი, მითხარით, ვინ არის ქვეყანაზედა?! და...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026