kids.ge logo

განახლდა გული

ფავორიტებში დამატება
განახლდა გული... დღეს ის აღარ ვარ
რაც უწინ ვიყავ... ფერი ვიცვალე...
გზა დამილოცე, შავო ბურუსო,
წყელო ღამევ, გზა დამილოცე!
წინ ვივლი, სანამ დავმიწდებოდე,
ბადს კი მაინც არ შევურიგდები.
წინ ნუ მიხვდები, შავო ბურუსო,
წყელო ღამევ, წინ ნუ მიხვდები1
ნუთუ არ მეყო, რაც დასაბამით
განელებელ ცეცხლში ვეწვალე?
ჩამომეცალე, შავო ბურუსო,
წყელო ღამევ,ჩამომეცალე!
ვივიწყებ წარსულს... ჩემს სიყმაწვილეს
გამოთხოვების ცრემლებს ვაპკურებ,
გავანადგურებ ხელისშემშლელ ნისლს,
წყეულ ღამესაც გავანადგურებ...
წამების ცეცხლში განახლდა გული,
ფერი ვიცვალე, ფერი ვიცვალე.
გზა დამილოცე, შავო ბურუსო,
წყელო ღამევ, გზა დამიცალე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩემი გულია დღეს ეს შავი ზღვაჩემი გულია დღეს ეს შავი ზღვა, თავმიდებული აჭარის კალთებს. რაც დატეხილა ჩემს თავზე რისხვა, თქვენს მშვიდობი...მიცქირე თვალშიმიცქირე თვალში, შენ დადუმდი? იგრძენი განა? იყავი ჩუმად და ბინდიან თვალში მიყურე. ნურაფერს მეტყვი, მე არ მ...შენი სადღეგრძელოკაფეში სევალ სრულიად მარტო და ორს ავივსებ სასმელით ჭიქას, ერთი შენია (უნდავიდარდო ასეც და ისეც, აქაც და ი...დგება შემოდგომაგუგუნებს ალი მხიარულ ბუხრის, მაფიქრებს ალი და ვწვავ წერილებს, კიდევ ედება გედები მწუხრის გედებს ცეცხლისკე...მოდის ჭალების სული მცურავიშენ არ იგონებ ეზოებს, ფაცხებს, არ გახსენდება დიდი შარაგზა. შენ არ დაუწყებ საუბარს ცაცხვებს, აღარ გაუბამ მ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026