kids.ge logo

წუხელი, ღამით ქარი დაჰქროდა

ფავორიტებში დამატება
ხელი, ღამით ქარი დაჰქროდა
დადიდხანს, დიდხანს არ დამეძინა;
მე მქონდა ბინა, თავშესაფარი,
მაგრამ ქარიშხალს არ ჰქონდა ბინა.

ხან კარებს უკან ატირდებოდა,
ხან დარაჯობდა სარკმელის წინა.
გადამიშალა თვალწინ წარსული
და მწარედ, მწარედ ამაქვითინა.

მისებრ პოტი ვიყავ უცნობი -
ვეხეტებოდი სევდიან ღამეს,
რამდენ ტკბილ ფიქრებს მოღო ბოლო,
რამდენ ოცნებას, რამდენ სიმეს!

წუხელი, ღამით ქარი დაჰქროდა
და როცა დილით გამომეღვიძა,
ყვითელ ფოთლებს და დამსხვრეულ რტოებს
მიმოფარათ ყამირი მიწა.

ბაღში გავედი... იქაც ბილიკზე
ფენილი იყო ფოთოლი რბილი,
და დიდხანს, დიდხანს ვხეტილობდი
წარსულ სიზმრებში გადაფრენილი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მალე ფერგადაშლილიმალე ფერგადაშლილი, ამწვანდება ტყე-ველი, გაიშლება ყვავილი, სურნელების მფრქვეველი; გაცოცხლდება დაფნარი, მთი...ქებათა ქება ნიკორწმინდასმაქვს მკერდს მიდებული ქნარი, როგორც მინდა. ჩემთვის დიდებული სხივი გამობრწყინდა. მკვიდრად ააშენა, ვინაც აა...მწუხარება შენზემე გარს მეხვევა მუდამ, იგივე შენ მიერ ნაზად ნაქსოვი რიდე. ხალხს მოვშორდები, მაგრამ ღამეებს სად დავემალო, ...მზის სადღეგრძელოს მარადი ჭიქითმზის სადღეგრძელოს მარადი ჭიქით ვსვამ, მიხარია ცეცხლის კლდემანი, სამშობლოს იქით, სიმშვიდის იქით ისევ მეძახ...ლოცვისთვისვით ლოცვა, ედება საღამო მთის კალთებს. შორს ქარი გაჰკივის, ბნელდება თანდათან. მე გავალ ამ ქარში, გავიტან ა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026