kids.ge logo

ვერხვები

ფავორიტებში დამატება
ყოველთვის, როცა დაბერავს ქარი
და ნისლს მთებისას გაფენს აფრად,
ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი
აშრიალდება უშორეს ზღაპრად.
ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს
ძველი ღვინის სმით, უღონოდ, მძაფრად,
სადღაც დაკარგულ ვარდს და გვირილებს
მოგონებებში ვიჭერ თანაბრად.
ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ...
სად, როდის, რისთვის? არ ვიცი, არა!
იყვნენ ოდესღაც და მიძინათ...
ღელავს ფოთლების მწყობრი კამარა.
მას შემდეგ ბედი და იალქანი
ქარის სიმძიმით გადაიხარა,
შენ კი სადა ხარ ამდენი ხანი?
რისთვის, ან ვისთან? არ ვიცი, არა!
ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ,
ეს იყო ვერხვის ფოთოლთა კვნესა,
დრომ ყვავილებით დაგვაგვირგვინა,
მე პაჟი ვიყავ, ის კი - პრინცესა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ისევ მესხის გამოხედვაშენ სიყრმიდან იცნობ ომებს, გიყვარს ხმალთა სტვენა. ყვავ-ყორნების არ გაშინებს შავზე შავი ფრენა. ომთა გრგვინ...ქარებს ქარობადაეტყო კიდეც ქარებს ქარობა, როცა მტრობაა და ედგარობა, სანთელო, გარხევს ღამის ფიქრები, მაგრამ შენ მაინც ნუ...რა ღრიანცელში ვიდოდა გემიდაღამდა, ნისლი გადეკრა შარას, ტყეს დეფარა ღამის ბლონდები, მაგრამ გხედავ მთების იარას და უსათუოდ მოგაგონდე...ელეგიაწვიმის წვეთები დასცურავენ ფანჯრის მინებზე, ქარი ვედრებით კარებთან დგას: “გამიღეთ კარი!” რა ადრე გაჰქრა გა...სასწაულსშეუნდე, შეუნდე, შეუნდე ბნელ ცოდვილს, ლუციფერს, ჩემს სულში ავობით მძინვარეს, ლუციფერს, მრისხანე ვეფხვივით ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026