kids.ge logo

სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში

ფავორიტებში დამატება
დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარი
და შორელი ცის სილაჟვარდე.

შემოღამებს მთის ნაპრალები,
და თუ როგორმე ისევ გათენდა-
ღამენათევი და ნამთვრალევი,
დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან!

ღამენათევი და ნამთვრალევი
მე მივეყრდნობი სალოცავ კარებს,
შემოიჭრება სიონში სიონში სხივი
და თეთრ ოლარებს აელვარებს.

და მაშინ ვიტყვი: აჰა! მოვედი
გედი დაჭრილი ოცნების ბაღით!
შეხედე, დასტკბი ყმაწვილურ ბედის
დაღლილ ხელებით, წამებულ სახით!

შეხედე! დასტკბი! ჩემი თვალები,
წინათ რომ ფეთქდნენ ცვრებით, იბით, -
ღამენათევი და ნამთვრალევი
სავსეა ცრემლთა შურისძიბით!

დასტკბი! ასეა ყველა მგოსნები?
შენს მოლოდინში ასეა ყველა?
სული, ვედრებით განაცები,
შენს ფერხთ ქვეშ კვდება, როგორც პეპელა.

სად არის ჩემთვის სამაგირო?
საბედნირო სად არის სული?
ვით სამოთხიდან ალიგირი,
მე ჯოჯოხეთით ვარ დაფარული!

და როცა ბედით დაწყევლილ გზაზა
სიკვდილის ლანდი მომეჩვენება,
განსასვენებელ ზირებაზე
ჩემთან არ მოვა შენი ხსენება!

დავიკრებ ხელებს და გრიგალივით
გამაქანებენ სწრაფი ცხენები!
ღამე ნათევი და ნამთვრალევი
ჩემს სამარეში ჩავესვენები.

დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარი
და შორელი ცის სილაჟვარდე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ფოთლებიჭკნება, ყვითლდება საბრალო ბაღი, ქარი უბერავს, ფოთლები სცვივა, გამოურკვეველ მწუხარებაში მზეს სული უწუხს და...ალვები თოვლშიდაათრობს მთვარე თოვლიან ალვებს ივლისისფერი ყინვის თასებით! სითეთრე შვენის მაღალ მწვერვალებს, ვით სასძლოს ...რომელი საათია?ახლა, რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა. გულში მწუხარებამ ღამე გაათია… მაინც არ მასვენებს მწარე სინანული - რომე...იცვალნენ დრონიიცვალნენ დრონი. წარსულის დიდის დიდებას ვხედავ არასაკმარისს. ღელავს ფაზისი და მტკვარის მშვიდის ამოოხვრაა მ...მესაფლავემესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება, იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? ეჰ, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026