kids.ge logo

ქარი ამწევი ფარდის

ფავორიტებში დამატება
სიკვდილი პირად ოდენ ვიქნები,
მე ჩემ დემონებს
ვსთხოვ, რომ დახურონ ყველა წიგნები,
სადაც შენს იქით, სადაც შენს გარდა, არ ჩანს არავინ.
ერთი წამია ნგრევის შეგნება -
წამი ღვარული,
იქ სიბრალული სულს არ ექნება,
არც სიყვარული.
გონება ჩუმობს და ჯადოს ილეკს,
სხივს მომაკრძალებს;
მხოლოდ შორეულ თოვლიან ბილიკს
მივაპყრობ თვალებს.
მღვრიე ქუჩები, ხიდები,
ნისლი, ზარები
ჩემს დაფიქრებას ხმარობით
ფარავენ მარად;
იხტიზავრის გაღვიძებას
სადარები,
დეს ქარები გრილებენ:
მსოფლიო ქყნარად!
თმაგაწეწილი ორატორი
მძაფრი ძახილი
მიშურება აღელვების ზღვად და სამუმად.
ჯერ არნახული, ჯერ ართქმული,
ჯერ არსმენილი
ხმით გუგუნებენ მოედნები:
მსიფლიო, ჩუმად!
ხმა იყოლიებს ყტიბუნებზე
მართულ ლანდებს,
ეცრად მასის გადარევა
ელვაზე ჩქარა
შესძრავს პეტერბურგს, ასწევა ლავრებს,
მანიფესტებს.
აღფრთოვანება, გაგიჟება, წყევლა, მუქარა
ჩემს თვალწინ მიდის შეღამების
ლიზიმად...
წყნარად, მსოფლიო! წინ, მსოფლიო!
მსოფლიო, ჩუმად!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გულო, რა გემართება?შემოდგომის ყვავილებს დიდებასთან მივიტან, ერთი შორი ოცნება მახსოვს ძველ მოტივიდან. ვარდები არ არიან, მაგრა...ხვალემ იზრუნოს ხვალისახვალემ იზრუნოს ხვალისა, ხვალემ იზრუნოს ხვალისა! ღვინომ აიღოს ღვინისა, წყალმა წაიღოს წყალისა! არც ვწუხვარ,...მგზავრის სიმღერარამდენ მდინარეს არბევს ეს დატეხილი მთები, დემონისას ჰგავს წარბებს მძლავრი ნიაღვრის ფრთები. სუნთქვა მაღლიდ...ეს მძინარე მთა და ველიმწუხარებავ, როგორც გველი, ხშირად გულში გამიარ, ეს მძინარე მთა და ველი იყოს მრავალჟამიერ! შენ, მეღვინე, ღვ...ისევ მესხის გამოხედვაშენ სიყრმიდან იცნობ ომებს, გიყვარს ხმალთა სტვენა. ყვავ-ყორნების არ გაშინებს შავზე შავი ფრენა. ომთა გრგვინ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026